ექსკლუზივი

“მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში…” – ქართველი ემიგრანტის წერილი

ქართველი ემიგრანტი, ნინო მოზესი ექსპრეზიდენტის ადვოკატ, ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილს ჩაენაცვლოს ციხეში.

“ღია წერილი ნიკა გვარამიას

გამარჯობა ბატონო ნიკა, მე ვარ ნინო მოზესი. თქვენი დახმარება მჭირდება ჩემი სურვილის მისატანად საქართველოს მთავრობამდე
ვცხოვრობ 20 წელია გერმანიაში.

ვარ 50 წლის ქალი, მყავს სამი შვილი, უკვე დიდები არიან. მაწუხებს ჩემი ხალხის გახლეჩვა. გამოსავალს ვხედავ შერიგებაში. ურთიერთპატიებაში. არასოდეს ვყოფილვარ პარტიული, საერთოდ არც მიცხოვრია მიშას დროს საქართველოში. მეტიც, არჩევნებშიც არასოდეს მიმიღია მონაწილეობა.

მაქვს კარგად აწყობილი და დალაგებული, უზრუნველი ცხოვრება გერმანიაში, მაგრამ მზად ვარ დავტოვო ყველაფერი და დავჯდე მიშა სააკაშვილის ნაცვლად ციხეში, რათა დაიწყოს დიდი შერიგება ქართველებში

თუ ვინმეს სურს, შეუძლია შემომიერთდეს. მადლობა წინასწარ”,- წერს ნინო მოზესი.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close