ექსკლუზივი

სკანდალი-საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მასაც ფარულად უსმენს

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მასაც ფარულად უსმენს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა. ევროპარლამენტარმა მაკლ გალერმა პრეზიდენტის მონაყოლი  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა. 

“არა მარტო ჩვენ მეგობრებს და ევროკავშირის და გერმანიის ელჩს, პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, ეს აღმაშფოთებელია. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან, თუ შემთხვევით ეს არაა რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბატონი ივანიშვილია, ასევე აღმაშფოთებელია, ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი უნდა აგოს”, – ამბობს ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი გამოცემასთან.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close