ექსკლუზივი

გარდაცვლილია 22 წლის ბიჭი, მისი სამი მეგობარი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს – ვინ არიან უმძიმეს ავარიაში მოყოლილი ახალგაზრდები?

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ზედა ეწერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად, ხაიშის მკვიდრი 22 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. Reginfo-ს ინფორმაციით, სვანეთის სოფელ ხაიშიდან ზუგდიდისკენ მიმავალი “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც 4 ახალგაზრდა მგზავრობდა, ხეს დაეჯახა და გზიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა. ავარიის შედეგად ხაიშის მკვიდრი 22 წლის გიორგი კვირიკაძე ადგილზე გარდაიცვალა. ნიკა დავითიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. ლერი და რომან ჭკადუებიც საავადმყოფოში მოათავსეს.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close