ექსკლუზივი

დევნილი პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა გადაადგილებაზე აქვს პრობლემები, ფეხები დაუსივდა-ინფორმაცია რომელიც ამ წუთებში ვრცელდება

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ   საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მოინახულა.

 იგი ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში,   გადაადგილებაზე აქვს პრობლემები და  ფეხები დაუსივდა.

ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ, მაგრამ შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესებას კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს და დღეს უკვე პრობლემების წინაშეა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილის პირად ექიმს მიეცეს მონახულების შესაძლებლობა, რაც არ არის კომფორტი და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

„როდესაც ის საუბრობს, მისი მოტორიკაც და გადაადგილებაც მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ, მაგრამ შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესებას კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს, დღეს უკვე პრობლემების წინაშეა. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ აიმაღლოს ხმები საიმისოდ, რომ მიშა გათავისუფლდეს და ოლიგარქიული მმართველობა შეიცვალოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მის პირად ექიმს მიეცეს შესაძლებლობა მიშას მონახულების, რაც არ არის კომფორტი და არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ნიკოლოზ ყიფშიძემ ყველაზე უკეთ იცის, რა შეიძლება იყოს მისთვის საჭირო“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button