კატასტროფა

დიდი სკანდალი-,,ოცნებამ” მეორე ტურამდე ბათუმის მერობის კანდიდატი მეგიზ ქარდავას ყოფილი პირველი მოადგილე გადამალა

,,ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანს, მერის არჩევნების მეორე ტურმდე კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან საკუთარი ,,facebook”- ის გვერდზე დაწერა.

,,სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.

ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას” – წერს ჩიქოვანი. 

,,ნიუპოსტს”-თვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ჩიქოვანს კორონავირუსი არ აქვს და ის უბრალოდ ,,ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ გადამალა, რაც გააცნობიერეს, რომ ბათუმელების არჩევანზე გავლენა ჩიქოვანის პოლიტიკურმა წარსულმა, კერძოდ კი ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს მეგის ქარდავას მოადგილეობამ და 2007 წლის 8 ნოემბერს, ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლების აქციის დარბევამ იქონია, რა დროსაც აქციის ერთ-ერთ მონაწილე ფეხმძიმე ქალს მუცელი მოეშალა. 

,,ნიუპოსტსი” შეეცადა თავად არჩილ ჩიქოვანს დაკავშირებოდა და ეკითხა შეეძლო თუ არა, მას მოეწოდებინა შესაბამისი ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ნამდვილად დაუდასტურდა, მაგრამ უშედეგოდ. 
შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close