კატასტროფა

ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოდის.

სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და “მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი უნდა გამოვიდეთ ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ მოპოვებული გამარჯვება”.

“ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა, დავაფიქსიროთ პოზიცია. მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენი მოპოვებული გამარჯვება.

საქართველოს ბედი წყდება, გადარჩენა-არგადარჩენის ბედი წყდება, მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით. ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში”, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close