ექსკლუზივი

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი თბილისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვნეს

თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი იმ ბინაში იქნა ნაპოვნი, სადაც იგი ცხოვრობდა. თუმცა, როგორც ბაკიჰანოვის მეგობრები ამბობენ, გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად შენობიდან გადმოვარდნაც ვრცელდება.

ამ ინფორმაციას ბლოგერის აზერბაიჯანელი მეგობრები, მათ შორის ჟურნალისტი აფგან მუხტარლიც ავრცელებს. მუხტარლი წერს ფეისბუკზე, რომ “პოლიციამ დაადასტურა, რომ ბაკიხანოვი სიმაღლიდანაა ჩამოვარდნილი”.

ბაკიჰანოვი 7 მაისს ბაქოში დააკავეს და 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ის ღიად აცხადებდა, რომ პოლიციამ აწამა. აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close