ექსკლუზივი

“მთავარი არხის” სარეკლამო კომპანიაში საგადასახდო სამსახური შევიდა

“მთავარი არხის” მეწილე და დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მათი ტელეკომპანიის გაყიდვების კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა.

“მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა, სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს. გადასახადებს ვიხდით და არანაირი დარღვევა არ გვქვს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close