ექსკლუზივი

“ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ჟურნალისტების ცემას” – ალტ-ინფოს წევრების დაკავების შემდეგ სანდრო ბრეგაძე სხვა პუტინისტურ ჯგუფებს გაემიჯნა

პუტინისტური და ჰომოფობიური დაჯგუფების –  ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სხვა პუტინისტურ ჯგუფებს გაემიჯნა.

ბრეგაძე წერს, რომ ისინი პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეები არიან, თუმცა ძალადობას ემიჯნებიან.

“მინდა დაგიდასტუროთ, რომ “ქართული მარში” არ იღებდა მონაწილეობას 5-6 ივლისის აქციებში და არც მის ორგანიზებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ “პრაიდი” არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს ჟურნალისტების ცემას.

გვქონდა გეგმა, ქუჩაში დამდგარიყვნენ მლოცველები და მშვიდობიანად ჩაეტარებინათ აქცია. 20 – 30 ათასი კაცი რომ მშვიდად ილოცებდა, იქ ლგბტ აღლუმი ვერ ჩატარდებოდა. ეს იქნებოდა ლოგიკური, ცივილიზებული, ჰუმანური და მომგებიანი საქციელი. ჩვენ როდესაც დავინახეთ, რომ ამ გეგმას დიდი მოწონება არ ჰქონდა, ავდექით და ჩამოვშორდით მიმდინარე პროცესებს. საბოლოოდ, ყველაფერი წარიმართა ისე, როგორც არ უნდა წარმართულიყო”, – წერს ბრეგაძე Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close