ექსკლუზივი

“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

“ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას მისი ცოლი ლიკა კასრაძე სხვადასხვა მედიასთან ადასტურებს.

„დაახლეობით 08:30 საათზე მოვიდა 5 ადამიანი, ჩხრეკა ჩაატარეს, დაათვალიერეს სახლი, ამოიღეს მათთვის საინტერესო ნივთები, ეს პროცედურა გააფორმეს, წავიდნენ და ზურაც წაიყვანეს ჩვენებისა თუ გამოკითხვის მიზნით. დაახლოებით ნახევარი საათია წავიდნენ. ორი საათი გრძელდებოდა ჩხრეკა. ის ნივთები ამოიღეს, რამაც დააინტერესათ და თან წაიღეს. ზურამ ამ ეტაპზე არ ჩათვალა საჭიროდ ადვოკატი რომ ჰყოლოდა თან. რატომ წაიყვანეს არ ვიცი, სპეციფიკური პროცედურაა, როგორც მივხვდი, უნდა წააკითხონ და დაადასტურებინონ წერილობით ის პროცედურა, რაც ახლა ჩატარდა. უნდა გაფორმდეს ჩხრეკამ რომ ჩაიარაო. გამოკითხვაზე კიდევ იყო წინა დღეებში და დარჩათ თუ არა დამატებითი კითხვები, ვერ გეტყვით,“- განაცხადა ზურაბ მახარაძის მეუღლემ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close