ექსკლუზივი

სანქციები, დახმარების შესაძლო შეჩერება – აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ისმის მკაფიო და მკაცრი განცხადებები საქართველოში 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულების შეფასებისას.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, 5 ივლისს სასტიკად ნაცემ ლექსო ლაშქარავას, საერთაშორისო პარტნიორები ძალადობრივი მოვლენების მსხვერპლად მოიხსენიებენ და არა თუ მხოლოდ შემსრულებლების, არამედ – წამქეზებლების დასჯასაც მოითხოვენ.აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტში თავს არ არიდებენ კითხვას შესაძლო პერსონალური სანქციების შესახებ.

პარალელურად, ბრიუსელში ლაპარაკობენ ხელისუფლების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის, „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევაზე. იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდა, საქართველო შესაძლოა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის, 75 მილიონი ევროს გარეშე დარჩეს.

საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები სხვაგვარად ესმით „ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტია პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს ვერც ვაშინგტონის, და ვერც ბრიუსელის დამოკიდებულებაში.

რა ისმის ვაშინგტონიდან?

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებამ საქართველოში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია.

ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ვრცლად უპასუხა და საკითხის დეტალების ცოდნაც გამოავლინა.

მან თქვა, რომ ვაშინგტონიდან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს; მოძალადეებთან ერთად, წამქეზებლების დასჯასაც მოელიან და, როცა საჭირო ხდება, ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ, აშშ არც სანქციების დაწესებას ერიდება.

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზე მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას [საქართველოში] დიდი ყურადღებით“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

“რადიო თავისუფლება”

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button