ექსკლუზივი

გორის საკრებულოს წევრმა “ოცნება” დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას პარტია “საქართველოსთვის” შეუერთდა.

თავის გადაწყვეტილების შესახებ ფანიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“სამწუხაროდ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ: დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცური პარტიების თუ ორგანიზაციების შემოთავაზებული დღის წესრიგის სრულად გაზიარებამ ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიერ, მათი დღის წესრიგით ნაკარნახევმა ყოველდღიურმა მოქმედებებმა, ძალიან დააზიანა ქვეყნის საგარეო იმიჯი და ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისა, ქართული ოცნების ყოველდღიური საზრუნავი გახდა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება!

მოკლედ რომ ვთქვათ, ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის!

ქვეყანას სჭირდება ახალი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება არა საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზმზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ყოველდღიურ ფიქრსა და მოქმედებებზე!

მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან დავტოვო „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ბრძოლა გავაგრძელო ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად!

ვერთიანდებით საქართველოსთვის!” – დაწერა ფანიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close