ექსკლუზივი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების მუხლითაც მიდის გამოძიება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიება  ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც  მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების მიხედვით, 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სახალხო გამცველმა ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიების  მიმდინარეობის შესახებ  ისაუბრა. ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც მისი ნათქვამი  უარყო.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დრომდე არცერთი უწყების თანამშრომლებს მონიტორინგის მიზნით არ უშვებენ. ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ბავშვთა დაწესებულებაში  არ უშვებენ.

 გადაწყვეტილება მეუფე  სპირიდონმა მიიღო. მისი თქმით, სახალხო დამცველის შესვლა ბავშვებთან ცუდ გავლენას იქონიებს, რადგან ომბუდსმენი, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს, მისთვის მიუღებელია. 

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close