ექსკლუზივი

ზუგდიდში სავალუტო ჯიხური გაქურდეს, წაღებულია 10 000 ლარი

ზუგდიდში სავალუტო ჯიხური გაქურდეს, წაღებულია 10 000 ლარის.

პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ბ.ხ. უკვე დააკავა – ამოღებულია წაღებული თანხაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის Ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ბ.ხ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს,-ინფორმაციას შსს ავრცლებებს. უწყების ცნობით, ბ.ხ.-მ ქალაქ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close