ექსკლუზივი

[ვიდეო]აფხაზეთში, სეპარატისტული რეჟიმი ასამართლებს გოგონას, რომელმაც ჩაწერა ვიდეო და თქვა: “აფხაზეთი, საქართველოა”

“ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით აფხაზეთში, სეპარატისტული რეჟიმი ასამართლებს გოგონას, რომელმაც ჩაწერა ვიდეო და თქვა: “აფხაზეთი, საქართველოა”

ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესამსახურის განცხადებით, „უწყებაში“ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა“, რის შემდეგაც ისინი გოგოსა და მის მშობლებს გაესაუბრნენ.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ალიონა ტანიამ მათ „პირველადი განმარტებები მისცა”. გარდა ამის, ისინი აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც 19 წლის გოგო ბოდიშს იხდის.

„მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ“, – აცხადებს გოგო ვიდეოში. ვიდეო მისი TitTok-ის ანგარიშიდან უკვე წაშლილია.

წყარო pirvelinews.com

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close