ექსკლუზივი

რუსლან აბაშიძევ და ჯემალ გამახარიავ, თქვენ ხართ აფხაზეთის საზოგადოების სირცხვილი!

არ შემიძლია ხმამაღლა არ ვთქვა გალში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე! წელიწადზე მეტია ეს ხალხი ჩაკეტილია, მათ ჩვენი მთავრობა ეპყრობა, თითქოს, უცხოტომელები იყვნენ, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ხალხის ბედ-იღბალი. ზოგი წყალში იხრჩობა, ზოგი კარანტინში, ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა, სკამზე მოსკუპებულო ჩინოვნიკებო, საქართველო მარტო პარლამენტი, თქვენი სახლები, დაჩები და ფული კი არ არის, არამედ, ჩვენი ხალხი! ორი დღის დანიშნული მინისტრები 100 წლით მიწას გვიყიდით, ხალხი არ გაინტერესებთ, ენგურს გაღმა მოსახლეობა საერთოდ ქართველებად აღარ მიგაჩნიათ.

✅ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობავ და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის და ზოგადად აფხაზეთის სირცხვილი! სირცხვილი ჩვენ, რადგან ამდენი ხანი გაპარპაშეთ და საცვალივით ამოცმული გაქვთ ეს მთავრობა და დევნილ ხალზე ხართ შემდგარი. ნეპოტიზმში და კორუფციაში ჩაფლული საბჭოთა კავშირის გადმონაშთები ხართ! რუსლან აბაშიძევ და ჯემალ გამახარიავ, თქვენ ხართ აფხაზეთის საზოგადოების სირცხვილი! მე სიტყვას გაძლევთ ჩვენი გუნდი მანამდე არ შეგეშვებით, სანამ კაბინეტებიდან არ გამოგიტანთ და პასუხს არ აგებთ კანონის წინაშე! სანამ დრო გაქვთ, წადით სახლში! თქვენ კი, აფხაზეთელებო, ვისაც პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული და მარტო საკუთარ სარგებელზე ფიქრობთ, თქვენც ამ ჭუჭყის თანაზიარები და მონაწილეები ხართ! ახლა დასხედით მგლოვიარე ქალებივით და იძახეთ ვაი, საცოდაო საქართველო, რა გეშველებაო, არც არაფერი არ ეშველება ერთ ადგილს თუ არ აწევთ და ქვეყნისთვის ბრძოლას არ დაიწყებთ!

✅ ეს დასაწყისია, ყველაფერი წინაა, კიდევ უამრავ ქართველს და დევნილს მოვფხან გულს. ახალი თაობის ძალას სულ მალე იხილავთ!

ლექსო გოგოხია

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება (ISHR-IGFM)

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close