ექსკლუზივი

“მხეცურად გამოსალმა სიცოცხლეს” – რა ახალ დეტალებზე საუბრობს ზუგდიდში მოკლული 15 წლის ბიჭის ოჯახის წევრები 

ზუგდიდში მოკლული 15 წლის საბა  მამფორიას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. გარდაცვლილის ბებია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ  მოზარდი სავარაუდოდ, სხვის კონფლიქტში ჩაერთო. 

ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს. ასეთმა ჯალათმა, არ უნდა იცხოვროს. მხეცი ყოფილა: გაიმეტა, ბავშვი, რომელმაც დავაჟკაცებაც კი ვერ მოასწრო. თუ ფეხბურთის სათამაშოდ მოვიდა, ჯიბეში დანა რატომ ჰქონდა? 

როგორც ვიცით, სტადიონზე ვიღაცები ეკამათებოდნენ ერთმანეთს, და საბა შეესწრო”- აღნიშნავს მოკლული ბიჭის ნათესავი. 

 სასტიკი მკვლელობა ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 17 წლის ბიჭმა, 15 წლის საბა მამფორიას დანა გულ-მკერდის არეში ჩაარტყა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. 

მკლვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. “პირველების” ინფორმაციით,  არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ამ წუთებში ადვოკატს ხვდება. 

Related Articles

Back to top button

Adblock Detected

Please consider supporting us by disabling your ad blocker