ექსკლუზივი

“ქვეყანაში მოქმედებს შერჩევითი სამართალი და განსაკუთრებული ინტენსიობით ეს თავს იჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოში” – ადვოკატი პაატა შავაძე

პროკურატურა მზადაა, მელიას პატიმმრობის ნაცვლად, ისევ გირაო მოითხოვოს. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება სოციალურ ქსელში ადვოკატი პაატა შავაძე. “ეს რომელ ნორმაში ჯდება ეს განგვიმარტეთ ახლა თქვენ დაბნეულებო! თქვენ უცოდინრებო! თქვენ უტიფრებო და არაფრის მაქნისნო! ახალი არსებითი გარემოება ალბათ თქვენი უტვინობაა ხომ?? მე დავაყენებ შუამდგომლობას ამ დღეებში ერთ პატიმრობაში მყოფის მიმართ და აბა ნუ დამთანხმებიხართ და ნუ შეგიცვლიათ მსუბუქი ღონისძიებით! ელემენტარულებზე ხალხს აკავებთ და აპატიმრებთ და მუცელზე რომ გასკდეს ადამიანი პროცესზე, აღკვეთს არ შეცვლით! არა ხართ დალაგებულები! არც თქვენი გესმით და არც სხვის რჩევას ითვალსწინებთ! პრემიერო! შენ არა ხარ პუტინი და ნუ პუტინობ! თავისუფლება ნიკა მელიას! თქვენი დაჭერილი არ გაიშვას! ქვეყანაში მოქმედებს შერჩევითი სამართალი და განსაკუთრებული ინტენსიობით ეს თავს იჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოში! ამიტომ,,რასაც ვამბობ, სიმართლეს ვამბობ!”,-წერს შავაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close