ექსკლუზივი
ვრცელდება ვიდეო, სადაც ფოთში მომხდარი მკვლელობაა ასახული

ტელეკომპანია “ფორმულა” ფოთში მომხდარი მკვლელობის ვიდეო კადრებს ავრცელებს. ვიდეომასალა შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
კადრებში ჩანს ნიღბიანი პირი, რომელიც მომსახურების სააგენტოს ეზოში შედის და უახლოვდება ავტომობილს, რომლითაც გურამ ახალაია გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ ის დამიზნებით რამდენჯერმე ესვრის მსხვერპლს სავარაუდოდ თავის არეში.