ექსკლუზივი

გოგოს ელაპარაკებოდა, შენ ხომ იცი მიყვარხარო, … მიზეზი ეჭვიანობაა – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

ზუგდიდში 37 წლის ვალერი ვარდანიას მოკვლისა მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, პირადი კონფლიქტი და SMS გზავნილები გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბრალდებული 22 წლის რუსტამ ფილიაა, რომელმაც მკვლლეობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბინა დაწვა. მასთან ერთად დაკავებულია ქალიც, რომელიც დაპირისპირების ფიგურანტად სახელდება. 

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დასრულებულა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღი და ტანსაცმელი. 

“როგორც კი ვალერი გარდაიცვალა, მკვლელმა ამ ბინაში [ქალის] მოიწესრიგა თავი, დაიბანა, დაივარცხნა”, – ამბობს მეზობელი.

“გოგოს ელაპარაკებოდა, შენ ხომ იცი მიყვარხარო. ვიღაცას ემუქრებოდა, ნახავ ამ საღამოს რაც მოუვაო და თვითონ რა მოუვიდა. მიზეზი გოგო და ეჭვიანობაა”, – ამბობენ მეზობლები.

ვარდანიასთან ანგარიშსწორების მიზნით ფილია სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას. 

შსს-ს განცხადება და მეზობლების კომენტარები მომხდართან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close