ექსკლუზივი

გაუგონარი სისასტიკედა შამზარავი ვიდეო- მამაკაცმა საკუთარი ძაღლი მანქანას გამოაბა და გზაზე ათრია

გაუგონარი სისასტიკედა შამზარავი ვიდეო- მამაკაცმა საკუთარი ძაღლი მანქანას გამოაბა და გზაზე ათრია

ყაზახეთის ქალაქ ატირაუში გაბრაზებულმა მამაკაცმა თავისი ძაღლი მანქანაზე მიაბა დაhttps://www.facebook.com/v9.0/plugins/quote.php?app_id=632119583488788&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df2c965ffacea984%26domain%3Dwww.newposts.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fwww.newposts.ge%252Ff2eaf2bfd624604%26relation%3Dparent.parent&container_width=705&href=https%3A%2F%2Fwww.newposts.ge%2Findex.php%3Fnewsid%3D250758&locale=en_US&sdk=joey

ქუჩებში ათრია. აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ბრიტანული მედია, Dailymail-ი. კადრებში ჩანს თუ როგორაა გამობმული მანქანის ე.წ უკანა ბამპერზე ძაღლი, რომელმაც მოძრავი ავტომობილის შედეგად სხეულზე უმძიმესი დაზიანებები მიიღო.

ზემოხსენებული უმძიმესი ფაქტის აღკვეთა ძაღლზე მოძალადე პატრონის მანქანის უკან მიმავალი ავტომობილის მძღოლმა მოახერხა, რომელმაც მამაკაცს მანქანა გააჩერებინა. მან კითხა ცხოველის პატრონს თუ რატომ სჩადიოდა ასეთ გაუგონარ სისასტიკეს, რაზეც მძოლმა არ უპასუხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლის პატრონმა ცხოველს სანამ გზაზე გაათრევდა სასტიკაც სცემა. მანქანის მიერ გავლილ გზაზე სისხლის კვალი იქნა აღმოჩენილი. მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, ძაღლი საბედნიეროდ გადარჩა და იგი თვითმხილველებმა სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ცხოველს ტკივილგამაყუჩებლები დაალევინეს, შემდეგ კი ჭრილობები დაუმუშავეს. მას ძალზე ღრმა ჭრილობები აღმოაჩნდა ბარძაყისა და ფეხის არეში და მრავლობითი მოტეხილობები აგრეთვე.

მოძალადე მძღოლი უკვე დაკავებულია და მასზე უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძღა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button