ექსკლუზივი

დიდი სკანდალი-აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები – “ივანიშვილი პანიკაშია… შეუთვალა, ქვეყნიდან წავალ ოღონდ თავს არ დამესხათ…“

აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები – “ივანიშვილი პანიკაშია… შეუთვალა, ქვეყნიდან წავალ ოღონდ თავს არ დამესხათ…“

ივანიშვილისთვის ცუდი დროა, უკრაინის სიგნალი ძალიან მნიშვნელოვანია – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავართან“ ინტერვიუში შშ-ს მიერ, უკრაინელი პროკურორისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი პანიკაშია და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ამაზე მეტყველებს.


“კონსტანტინ კულიკი არის ის ადამიანი, რომელმაც საჯაროდ აღიარა რომ პოროშენკო ავალებდა ჩემს წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებას. ეს მართლაც ასეა, ის იყო ყველაზე ცნობილი პროკურორი უკრაინაში. ამის გარდა, ოლიგარქებთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პარლამენტარის სანქცირება მოხდა და მათი თანამებრძოლების. ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ის აფინანსებდა ტრამპს თავისი სიძის ჯარედ კუშნერის მეშვეობით და ლობისტური ჯგუფების მეშვეობით.

ივანიშვილმა ეს იცის და არის სრულ პანიკაში და ისტერიკაში, რადგან ბაიდენი აპირებს დემოკრატიული სამიტების მოწყობას და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ტრამპისთვის. არჩევნების მოპარვა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა დემოკრატიისთვის. ბაიდენს აქვს ალერგია ოლიგარქიულ და ზოგადად ამ ფულისტურ, ლობისტურ სიტუაციებზე. ივანიშვილისთვის არის ძალიან ცუდი დრო, უკრაინის სიგნალია ძალან მნიშვნელოვანი სიგნალი. ახლა ბოლომდე უცვლის ყველაფერს, შეუთვალა, რომ თუ გინდათ თურქეთის წინააღმდეგ ვიმუშავებ, ირანის წინაააღმდეგ ვიმუშავებ, ბაზას გადმოვიტან აქ, რაც გინდათ მითხარით, რუსეთთანაც ჩავჭრით ურთიერთობას, ქვეყნიდანაც წავალთ, ოღონდ არ დამესხათ თავს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 7 პირსა და 4 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის აგენტ ანდრეი დერკაჩს უკავშირდება. ეს უკანასკნელი, გაყალბებული ჩანაწერების გასაჯაროებით, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარფევას ცდილობდა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close