ექსკლუზივი

“ოცნებაში” ივანიშვილს ყოფილი ფეხბურთელი კალაძე ჩაანაცვლებს

„ქართული ოცნების“ წესდების მიხედვით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კახა კალაძე პარტიის დროებითი თავმჯდომარე იქნება.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც თქვა, რომ პარტიასა და პოლიტიკას ტოვებს. 

პარტიის წესდებაში ნათქვამია, რომ თავმჯდომარე პაერტიის უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობის პირია და მას ყრილობა 4 წლის ვადით ირჩევს. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ თავმჯდომარის წასვლის შემთხვევაში, მის ადგილს პარტიის გენერალური მდივანი – ამ შემთხვევაში, კახა კალაძე დაიკავებს. 

„პარტიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილების ვადის გასვლის, გადადგომის ან პარტიის წევრობის შეწყვეტის მომენტიდან. პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პარტიის გენერალური მდივანი,“.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close