ექსკლუზივი

სასტიკი მკვლელობა თბილისში – 21 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა

სასტიკი მკვლელობა თბილისში – 21 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა

სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში – 21 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარი 19 წლის ძმას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.https://www.facebook.com/v9.0/plugins/quote.php?app_id=632119583488788&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df1adbfa17b6d78%26domain%3Dnewpost.ge%26origin%3Dhttp%253A%252F%252Fnewpost.ge%252Ff24d3c26da1ade4%26relation%3Dparent.parent&container_width=705&href=http%3A%2F%2Fnewpost.ge%2Findex.php%3Fnewsid%3D250092%26fbclid%3DIwAR25NUWYQAQ24xGrrv5HsauIoLGDlkA88xs777oAKUXIky4L6CFepzEg3Rs&locale=en_US&sdk=joey

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიჭი პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს” – ნათქვამია

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button