კატეგორიის გარეშე

ვისი ზეგავლენით გაათავისუფლეს დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული?-“ხელისუფლება იძულებული გახდა მოთხოვნა შეესრულებინა”

ვისი ზეგავლენით გაათავისუფლეს დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული?-“ხელისუფლება იძულებული გახდა მოთხოვნა შეესრულებინა”

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის გასამართლებული გიორგი ჯანაშია თავისუფალია. 16 წლის დათუნა სარალიძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა საპყრობილეში მხოლოდ სამი წელი დაჰყო.

მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მას თავდაპირველად შოთაძის უწყებამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, უდოს კომისიამ კი ის საერთოდ გაათავისუფლა.

ფაქტს უკვე მოჰყვა მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებულია მიხეილ კალანდიას ოჯახის შეფასება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ “უდოს კომისიის” წევრები ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.

კალანდის ძმა, ლუკა კალანდია ამბობს, რომ სწორედ ჯანაშია იყო ის პირი, ვინც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

კალანდიების ოჯახი დარწმუნებულია, რომ ჯანაშიამ სწორედ ამის გამო მიიღო თავისუფლება ჯილდოდ.

“ჯანაშიას უზენაეს სასამართლოში შეცვლილი ჩვენება, რომ მას განზრახული ჰქონდა, კალანდიასთან ერთად მოეკლა სარალიძე, გახდა ერთადერთი საფუძველი, მტკიცებულება კალანდიას წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, დღეს სავარაუდოდ, ბრალდების მხარეს ჯანაშია დაემუქრა ყველაფრის გათქმით, რაც მოხდა მის მიმართ, ვინ დაავალა და რისთვის გაკეთდა ეს ჩვენება და სავარაუდოდ ხელისუფლება იძულებული გახდა ჯანაშიას მოთხოვნა შეესრულებინა”- აცხადებს კალანდიას ადვოკატი.

https://www.newposts.ge/

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close