ექსკლუზივი

სისხლიანი საახალწლო სუფრა აბაშაში – “მოვკლავ, როგორც კი დავინახავ, ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, მაკრატელი 5 ჯერ დაარტყა”

სისხლიანი ანგარიშსწორება და მაკრატლით დაჭილი მამაკაცი აბაშაში, საახალწლო სუფრაზე – სოფელ სამიქაოში თემურ კაჭარავამ მეზობელს, ზვიად დარსმელიძეს ჭრილობები ბასრი საგნით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

დარსმელიძეს დაზიანებები ფილტვზე აღენიშნებოდა, მას გადაუდებელი ოპერაცია გუშინ გაუკეთეს.

ბრალდებული დაკავებულია, ის პოლიციას გვიან ღამით ჩაბარდა.

მეზობლების თქმით, დაჭრილსა და ბრალდებულს ერთმანეთთან კონფლიქტი არ ჰქონიათ, შესაბამისად უცნობია მომხდარის მოტივი.

“20 წლის წინ გარდაცვლილი შვილის საფლავს გეფიცებით, თუ გამოუშვეს, როგორც კი გარეთ დავინახავ მე თავად მოვკლავ. სტუმრად მოვიდა და ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, ხუთჯერ დაარტყა მაკრატელი”- ამბობს დაჭრილის დედა.

https://www.newposts.ge/

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button