ექსკლუზივი

შაქარაშვილის საქმე: “კანცელარიაში უნდა დამხვდეს ხელმოწერილი დოკუმენტი” – “საბურთალოელები” ციხეს ტოვებენ

შაქარაშვილის საქმე: “კანცელარიაში უნდა დამხვდეს ხელმოწერილი დოკუმენტი” – “საბურთალოელები” ციხეს ტოვებენ

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის მიმართ ძალადობისთვის გასამართლებულ სამ პირს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.
ჩიქოვანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს პრობლემა, თუ მასზე ძალადობაში ბრალდებულ პირებს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებენ:

“ვახტანგ ჩიქოვანთან გავიარე კონსულტაცია და ჩვენ ასე შევთანხმდით, რომ დღეს მე კანცელარიაში უნდა დამხვდეს, ვახტანგ ჩიქოვანის ხელმოწერილი დოკუმენტი, კერძოდ, თანხმობა იმის შესახებ, რომ სამ ბრალდებულს – ირაკლი წაქაძე, საბა გოგეშვილსა და საბა ჩხარტიშვილს თანახმაა შეეხოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათი, მათ შორის საპროცესო გარიგებაც და ეს თანხმობის წერილი უნდა დამხვდეს გლდანის ციხეში, კანცელარიაში”– აცხადებს უფლებადამცველი.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალებისა და 19 ივნისს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება ჩიხშია, რადგან თავად მოწმეებიც ბოლომდე არ ამბობენ სათქმელს და პერიოდულად მიცემული ჩვენებების ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები იკვეთება, რის გამოც ზუსტად არაა გარკვეული, რა მოხდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების ღამეს.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close