ექსკლუზივი

„აქ ისე­თი ტრა­გე­დი­აა, ვერ აღ­წერ, სამ­ძი­მარ­ზე ვიყავი და ვე­რა­ფე­რი ვუ­თხა­რი“ – რას წერს დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ექიმის ოჯახში დატრიალებულ უბედურებაზე

„აქ ისე­თი ტრა­გე­დი­აა, ვერ აღ­წერ, სამ­ძი­მარ­ზე ვიყავი და ვე­რა­ფე­რი ვუ­თხა­რი“ – რას წერს დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ექიმის ოჯახში დატრიალებულ უბედურებაზე

ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მარ­ნე­ულ­ში გარ­დაც­ვლილ 25 წლის ექიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმართვას აქ­ვეყ­ნებს. გი­ორ­გი ბუ­ა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბია.

“ვან­ში ვარ და ბუ­ა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ისე­თი ტრა­გე­დი­აა, სი­ტყვით ვერ აღ­წერ. 25 წლის ვაჟ­კა­ცი ექი­მი, რო­მელ­მაც კო­ვი­დი და­ა­მარ­ცხა, 2 კვი­რის შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კლი­ნი­კა­ში (სა­დაც თა­ვად მუ­შა­ობ­და) თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

სამ­ძი­მარ­ზე, სი­ტყვით ვე­რა­ფე­რი ვუ­თხა­რი. უუ­უ­უჰ უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს გი­ორ­გის უმან­კო სული. 

P.S. თა­ვად გიგა/ გი­ორ­გის მამა ვა­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ხელმღვა­ნე­ლია და პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ვა­ნე­ლე­ბის იმე­დია. გა­მაგრდით გიგა და გვან­ცა”, – წერს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

“ავერ­სის” კლი­ნი­კე­ბის ქსე­ლის მარ­ნე­უ­ლის ფი­ლი­ალ­ში ახალ­გაზ­რდა ექი­მი გი­ორ­გი ბუ­ა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც “ამბებისთვის” გახ­და ცნო­ბი­ლი, ახალ­გაზ­რდა კო­რო­ნა­ვირუ­სით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს და­ინ­ფი­ცირ­და, გა­მო­ჯან­მრთელ­და და რამ­დე­ნი­მე დღის წინ კვლავ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუნ­და. სწო­რედ მარ­ნე­უ­ლის “ავერ­სის” კლი­ნი­კის სა­პირ­ფა­რე­შო­ში ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close