ექსკლუზივი

”მოსიარულე სკანდალი” -ზურაბიშვილმა Twitter-ზე შეცდომით გამოქვეყნებული პოსტი ჩაასწორა

სალომე ზურაბიშვილმა 25 დეკემბრის შობის დღესასწაულისთვის მილოცვა Twitter-ზე დააზუსტა. თავდაპირველად ზურაბიშვილმა, ქრისტეშობის დღესასწაულს მხოლოდ “კათოლიკურ სამყაროს” მიულოცა, ახალ მილოცვაში პრეიდენტმა ყველა იმ ადამიანს უსურვა მშვიდობა, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.

“ვულოცავ ქრისტეს შობას ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს”, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე და შემდგომ ახალი მილოცვის ტექსტის ქართული თარგმანი ოფიციალურ Facebook-ის გვერდზეც გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს ქრისტეშობას პროტესტანტების აბსოლუტური უმრავლესობა და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი ზეიმობს.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მდივნის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტი მოსიარულე სკანდალია.

“ის არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს საერთაშორისო დონეზე. შესაძლოა პროტესტიც კი არ გამოვხატოთ პარლამენტში ამ ნომინალური ფიგურის მიმართ”,  – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close