ექსკლუზივი

დარჩით სახლში-თუ აღვირახსნილი სიარული დაიწყო, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ ავარდება

დღეიდან საქართველოში არასასურსათო სავაჭრო ობიექტების ნაწილი გაიხსნა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, გაიხსნა ისეთი ობიექტები, თან ისეთი წესებით, რომ ვირუსის მაჩვენებლების ზრდა არ იქნება:

„სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. ძალიან მნიშვნელოვანია – გამოიწვევს თუ არა ვირუსის მაჩვენებლის ხელახლა ზრდას ეს გახსნა? ესეც არ არის გამორიცხული, თუმცა ჩვენ ისეთი სფეროები გავხსენით და იმ პირობებით, თუკი ამის დაცვა მოხდა, შეიძლება მინიმალური ზრდის მოწმეები გავხდეთ. თუმცა, თუ არ დავიცავით წესები და ისევ აღვირახსნილი სიარული დაიწყო, ციფრები ისევ ავარდება“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, სავაჭრო მოლებს მუშაობის უფლება 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში აქვთ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close