ექსკლუზივი

“ქართული ოცნება” სამძიმრის წერილს ავრცელებს-იგი იყო ჩვენი თანამებრძოლი, ღირსეული წევრი

“ქართული ოცნება” სამძიმრის წერილს ავრცელებს-იგი იყო ჩვენი თანამებრძოლი, ღირსეული წევრი

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსმა მმართველი პარტიის წევრი, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გონერი მეფარიშვილი იმსხვერპლა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების” ვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გონერი მეფარიშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი გონერი იყო ჩვენი თანამებრძოლი, „ქართული ოცნების“ ღირსეული წევრი, კარგი მეგობარი, ქვეყნის და ხალხის ერთგულებით გამორჩეული ადამიანი. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ახლობლებს“, – ვკითხულობთ წერილში.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close