ექსკლუზივი

”შეგვძრა პატარა ელენეს გარდაცვალებამ, ტირიან მისი კლასელები, მეგობრები, ყველანი…” – სკოლის მოსწავლე გოგონა, ცოტახნის წინ ვირუსით დაიღუპა (ვიდეო)

”შეგვძრა პატარა ელენეს გარდაცვალებამ, ტირიან მისი კლასელები, მეგობრები, ყველანი…” – სკოლის მოსწავლე გოგონა, ცოტახნის წინ ვირუსით დაიღუპა (ვიდეო)

ელენე ლომიძეს ლეიკემია ჰქონდა, რასაც თურქეთის კლინიკაში მკურნალობის დროს კორონავირუსი დაემატა და გოგონა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
“ელენე ლომაძე აღარ გვყავს, დედამიწა დამწუხრდა, ცათა საუფლოს კი ერთით მეტი ანგელოზი ჰყავს… უსაზღვროა ჩვენი წუხილი, ცრემლი და სევდა.ტირიან თანაკლასელები, მეგობრები, ახლობლები, პედაგოგები…
მწუხარეა მისი მშობლიური სკოლა… თანავუგრძნობთ ელენეს ოჯახს, ვიზიარებთ მისი მშობლების უდიდეს და მოურჩენელ ტკივილს… შეგვძრა ჩვენი ნიჭიერი, მუდამ მხიარული, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე მოსწავლის გარდაცვალებამ…ელენე, ჩვენო გოგონა, ჩვენო მშვენიერო, მშვიდობით!პატარა გოგონები არ კვდებიან, ისინი ფრთებს ისხამენ და ზეცაში ანგელოზებს უერთდებიან” – წერს საკუთარ ფეისბუქზე თბილისის 139-ე საჯარო სკოლა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close