ექსკლუზივი

საბერძნეთში ძარცვაზე ქართველები დააკავეს – დედა, სამი ძმა და კიდევ ორი პირი​

საბერძნეთში ძარცვაზე ქართველები დააკავეს – დედა, სამი ძმა და კიდევ ორი პირი​

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ტეხდნენ და ძარცვავდნენ. დაკავებულთაგან 5 მამაკაცია – 22, 24, 33, 40 და 48 წლის, ერთი კი – ქალი, რომელიც ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 3 ძმის დედაა.

დანაშაულში ეჭვმიტანილები სამართალდამცველებმა 4 დეკემბერს დააკავეს, მოგვიანებით კი მათი ფოტოები და ვინაობაც გაასაჯაროეს.

საბერძნეთის პოლიციის მონაცემებით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა „Vor V Zakone“, სულ ცოტა, 24 ბინა გაძარცვა ექსარხიაში, ვირონაში, პეტრუპოლისში, ნეა სმირნიში, ნეოს კოსმოსში, დაფნიში, გალაციში, პალეო ფალიროში, კალითეაში, ზოგრაფუს ამბელოკიპში.

24/7-ის ინფორმაციით, ჯგუფს 33 წლის მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც წარსულში ციხეშიც იჯდა.

ბერძენმა სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებლის ჩხრეკისას ძვირფასეულობა, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები, საფირმო ტყავის ნივთები, აგრეთვე, საზღვარგარეთ 90 ათასი ევროს გადარიცხვის და სალომბარდო ოპერაციის განხორციელების ქვითრები ამოიღეს.

nostal.ge

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close