ექსკლუზივი

“ჩემს წინააღმდეგ “კამპანიაში” მმართველი გუნდის წევრებიც არიან ჩართულები” – ეკატერინე ტიკარაძის სკანდალური განცხადება

“ჩემს წინააღმდეგ “კამპანიაში” მმართვ

ელი გუნდის წევრებიც არიან ჩართულები” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ კამპანიაში სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც არის ჩართული.https://www.facebook.com/v9.0/plugins/quote.php?app_id=632119583488788&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Dfff079e679b194%26domain%3Dwww.newposts.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fwww.newposts.ge%252Ff34b56579edd59c%26relation%3Dparent.parent&container_width=705&href=https%3A%2F%2Fwww.newposts.ge%2Findex.php%3Fnewsid%3D248680%26fbclid%3DIwAR3jJBVi4HI9mse1Vh7mSGru_C-VFGB6VhIZAKYb-3nXRVK5aNJ6HZo69pU%23.X9pCKCGXI8Q.facebook&locale=en_US&sdk=joey

ტიკარაძე გუნდში არსებულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს. მისი თქმით, ვიღაცებს არ აწყობთ მისი ყოფნა მინისტრის თანამდებობაზე და მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრად არაკომპეტენტური პირის დანიშვნა სურთ.

კითხვაზე: არის თუ არა მის წინააღმდეგ მიმდინარე “კამპანია” იმის ბრალი, რომ სახელისუფლებო გუნდის კონკრეტულ წარმომადგენლებმა მისი “წარმატება ვერ აიტანეს”, ტიკარაძე პასუხობს:

“არც ჟურნალისტური გამოძიება გამიკეთებია და არც პირადი გამოძიება ჩამიტარებია, ამასთან დაკავშირებით, გუნდში მოხდა ეს ვერ ატანა თუ არა, მაგრამ, ნუ, ფაქტი არის და ეს განცდა ნამდვილად მაქვს, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ თვითონ იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომელიც უკვე გადადგმულია, მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა და ეს გადაკვეთა ნამდვილად მოხდა.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ამაში გარკვეული სიმართლე, რომ არის ხალხი, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც თავისი კომპეტენციებით თავს ვერ ართმევს იმ ვალდებულებას, რომელიც მას დღეს აკისრია”, – აცხადებს ტიკარაძე ”რადიო იმედში“

კითხვაზე: არიან თუ არა სახელისუფლებო გუნდის ეს წარმომადგენლები მაღალი თანამდებობის პირები ტიკარაძე პასუხობს:

“შეიძლება არც იყვნენ ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნესინტერესები აქვთ”, – ამბობს ტიკარაძე.

ცნობისთვის, კრიტიკოსთა ნაწილი ქვეყანაში ეპიდემიის ხელახალ აფეთქებას სწორედ მთავრობის და ჯანდაცვის მინისტრის არასწორ მენეჯმენტსა და არაპროფესიონალიზმს

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button