ექსკლუზივი

ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. საინტერესოა, რამ გაიძულა ისეთი რაღაცის გაკეთება? ან რა „კორუფციაზე“ აკეთებ მინიშნებებს?

ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. საინტერესოა, რამ გაიძულა ისეთი რაღაცის გაკეთება? ან რა „კორუფციაზე“ აკეთებ მინიშნებებს?

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, ყოფილ თანამშრომელს, მაია ზარანდიას განცხადებას პასუხობს.

„ჩემო მაიკო,

უსაზღვროდ გამაკვირვა შენმა პოსტმა, უფრო სწორად შენმა პოსტებმა. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. საინტერესოა, რამ გაიძულა ისეთი რაღაცის გაკეთება, რასაც ჩემი ყველაზე მარგინალური ოპონენტებიც კი არ აკეთებენ და რატომ აირჩიე ცნობილი არაკის „კუ და მორიელის“ პერსონაჟის როლი.

დავიჯერო, ვერ ხვდები, რომ შენს პოსტებში ყველა წინადადება აცდენილია სინამდვილეს, ზოგიერთი კი დიამეტრალურად საპირისპიროა. განსაკუთრებით მიუღებელია შვილდაღუპული მშობლებით სპეკულირება. საიდან მოიტანე, რომ მათ არაკორექტულად ველაპარაკები.

COVID იმდენად ვერაგი დაავადებაა, რომ სამწუხაროდ, შვილდაღუპული მშობლები ყველა ქვეყანაში არიან და თან გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამის გამო პანდემიის მაჩვენებლების სტატისტიკაზე და მათ ანალიზზე უარი არსად უთქვამთ.

ჩვენი ყველა მონაცემი აღებულია უცვლელად ევროპის და მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ინსტიტუციებიდან (ECDC, ჯანმო, Worldometers) და რა ვქნათ დავმალოთ, რომ რიგი მთავარი მაჩვენებლების მხრივ, როგირიცაა:

ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების სხვებზე დაბალი პროცენტი, მათ შორის ბოლო 1 თვის და ბოლო 1 კვირის მანძილზეც, ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი და სხვ. ევროპის ბევრ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს? ეს უნდა გაღიზიანებდეთ, თუ გიხაროდეთ? მაინცდამაინც აპოკალიფსი გინდათ რომ იყოს?

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, მათ შორის ახალგაზრდა ასაკში, არ მგონია, საქართველოში ჩემზე მეტად განიცდიდეს ვინმე ამას ან ჩემზე მეტს აკეთებდეს იმისთვის, რომ COVID გარდაცვალების შემთხვევები კიდევ უფრო ნაკლები იყოს.

ან „ზღვა დაფინანსება“ საიდან მოიტანე. კარგად იცი, რომ ყოველთვის არსებობისთვის ბრძოლა გვიწევდა და ამის მიუხედავად შევძელით ქვეყნისთვის თავიდან აგვეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ვყოფილიყავით უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ინიციატორი და შემსრულებელი და ახლა ვიყოთ COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე.

ან რა „ღმერთების სამსხვერპლოზე“ და „კორუფციაზე“ აკეთებ მინიშნებებს?

ვითომ არ იცი, რომ ჩვენი ცენტრი ქვეყანაში ლამის ყველაზე არაკორუმპირებული დაწესებულებაა, ხოლო პირადად მე ჩემი 50-წლიანი საექიმო პრაქტიკის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან ერთი თეთრიც კი არ ამიღია, არც სალაროთი და არც სალაროს გარეთ.

ან კიდევ ვერ ხვდები? რომ თუ ისევ თქვენი მიზეზით „სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ანალიზი ჩავარდა და გაფუჭდა“ და ამაზე უსიამოვნება შეგვხვდა და შენ ამ დროს ისიც არ იცოდი „გეცინა, თუ გეტირა“, ეს შენზე კარგს არაფერს ამბობს. მაიკო!

ისეთი შეურაცხმყოფელი პოსტები რომ დაწერო ვინმეზე, როგორიც შენ დაწერე და თან ყოვლად უსაფუძვლოდ, ამისთვის რაღაც იმაზე სერიოზული მიზეზი და მოტივაცია უნდა გქონდეს, ვიდრე ის, რომ მე COVID გარდაცვალების სტატისტიკას ვაქვეყნებ. ან კიდევ, 20 წლის წინანდელი რაღაც ფაქტები, მათ შორის გამოგონილი. ხომ არ იცი, რა არის ეს მიზეზი?

შენ არ იყავი, რომ ჩვენგან წასვლიდან კარგა დიდი ხნის შემდეგ შენივე ხელნაკეთი მინანქრის ნაკეთობა მაჩუქე და თან „დიდი სიყვარულით და პატივისცემით“.

იმის მერე რაიმე შეიცვალა?

როდის იყავი გულწრფელი – მაშინ, თუ ახლა?

ისე, შენი საქმის შენი იცი.

„სანთელ-საკმეველი“ თავის გზას მაინც არ დაკარგავს“,- წერს ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close