კატეგორიის გარეშე

„მისი შვილი უცხოეთშია და ფულს იქიდან უგზავნიდა“ – ვინ არის 70 წლის ქალი, რომელიც ნოჯიხევში ყაჩაღობისას დააუთოვეს

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ნოჯიხევში 73 წლის ქალი, რომელიც ორმა პირმა საცხოვრებელ სახლში დააყაჩაღა, მედეა გოცირიძეა.

ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, მისი შვილი უცხოეთშია და სწორედ იქიდან უგზავნიდა დედას თანხას.

სოფელ ნოჯიხევში მერის რწმუნებულის თქმით, სახლში ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ.

„სახლიდან რამე წაიღეს თუ არა, ჩემთვის უცნობია. ადგილზე მუშაობენ პოლიციელები. სხვა დეტალები არ ვიცი“, – ამბობს სოფლის რწმუნებული.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ქალი დააბეს და მერე აწამეს. მათ კი მიმალვა მოახერხეს.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე საქმე სს კოდექსის 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close