ექსკლუზივი

“ბებიის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა ბაბუა…სახლში სასწრაფომ , რომ მოიყვანა გონება ეკარგებოდა” – “ჩცდ”-ს მსახიობის ბებია და ბაბუა კორონავირუსით გარდაიცვალა

ვირუსმა ცნობილი ქართველი მაესტროს გოგი ბერიძის და მისი მეუღლის სოცოცხლე იმსხვერპლა.

მაესტროს და მისი მეუღლის დაინფიცირების შესახებ, “პრაიმამბებს” მათი შვილიშვილი, ცნობილი მწვრთნელი და სერიალ “ჩცდ”-ს მსახიობი გიორგი ორბელაძე ესაუბრა.

ინტერვიუს გთავაზობთ უცვლელად:

გიორგისაიდანდაინფიცირდნენშენიბებიადაბაბუა?

– დაინფიცირების წყარო ჩვენთვის უცნობია. პირველად ბაბუა დაინფიცირდა.

სიმპტომების გამოვლენიდან ორ დღეში ჩაუტარდა ტესტირება, მაგრამ უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამიტომ ორ დღეში ახალი ტესტი გაიკეთა და დადებითი პასუხი მოვიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბებიასაც გამოუვლინდა სიმპტომები და ისიც კლინიკაში მოათავსეს.

– კლინიკაშიდაიღუპნენ?

– არა. ბებია ორ კვირაში გამოწერეს. კორონავირუსისგან განკურნებული იყო, მაგრამ სუსტად გრძნობდა თავს. ამიტომ სულ იწვა ან იჯდა.

მეთორმეტე დღეს კი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა. ბებიის გარდაცვალებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა ბაბუა.

– გაიგობებოსგარდაცვალებისშესახებ?

არა, ბაბუა რეანიმაციაში იწვა და იქ დაიღუპა. ფილტვების ანთება ჰქონდა და ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ბოლოს გული გაუჩერდა და გულით დაიღუპა. ბებია გარეთ საერთოდ არ გადიოდა, ბაბუა კი, ქუჩაში მხოლოდ ერთხელ იყო გასული და პირბადე ეკეთა.

– თქვითრომბებიაროცაკლინიკიდანგამოწერესსუსტადიყო...

– ბებიაჩემი კლინიკიდან სასწრაფომ მოიყვანა სახლში. მეორე სართულზეა მისი ბინა და ზუსტად სამი საათი დასჭირდა სახლამდე ასასვლელად, რადგან გონებას კარგავდა. ვფიქრობ რომ იმ მომენტში კლინიკიდან არ უნდა გამოეწერათ.

– როგორიურთიერთობაგქონდათ?

– არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. დღემდე გაკვირვებული ვარ ბაბუაჩემის ინტელექტით.

ბებიას რაც შეეხება, დიაბეტი ჰქონდა და სახსრები აწუხებდა, მაგრამ როცა მივიდოდი, გეგონებოდა ფრთები შეისხაო. წამოხტებოდა და ყველაფერს აკეთებდა.

დღეგამოშვებით გამომეცალა ხელიდან ეს ორი ადამიანი და მძიმეა ჩემთვის.

– ცნობილიარომკორონავირუსითგარდაცვლილთადაკრძალვასპეციალურიპროტოკოლითხდება

– ბებია ფაქტიურად სახლში დაიღუპა და კოვიდპაციენტად არ ითვლებოდა. ამიტომ ჩვეულებრივი წესით დავკრძალეთ.

რაც შეეხება ბაბუას, ის კლინიკაში დაიღუპა და რადგან კოვიდდადებითი პაციენტი იყო, არ შეიძლებოდა პანაშვიდის დროს, მისი სასახლის ახდა და გაპატიოსნება.

– ვინმეახდენდაპანაშვიდისდროსმონიტორინგს?

– არა, ჩვენი ხარჯებით წამოვიღეთ სასახლე. ვიცოდით თავი არ უნდა აგვეხადა, თუმცა თუ დაირღვეოდა პროტოკოლის წესები, ამას ვერავინ გაიგებდა.

http://www.newposts.ge/

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close