ექსკლუზივი

ნახეთ როგორ დასცინის ხელისუფლება გარემოვაჭრეებს-მილიონერი მინისტრები და ათიათასობით ულუკმაპუროდ დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქები

ნახეთ როგორ დასცინის ხელისუფლება გარემოვაჭრეებს-მილიონერი მინისტრები და ათიათასობით ულუკმაპუროდ დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქე

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“ ამ სათაურით commersant.ge სტატიას აქვეყნებს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.

მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, – თქვა ჯანდაცვის უწყების წამომადგენლებმა.

28 დეკემბრიდან ამოქმედებული რეგულაციებით რამდენიმე ათასი ადამიანი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა. მათი ნაწილი არ აპირებს, დაემორჩილოს ამ რეგულაციებს და აგრძელებს მუშაობას. მთავრობის რეგულაციას არ ემორჩილებიან არც რუსთავში დასაქმებული მოვაჭრეები. ისინი აცხადებენ, რომ თუ არ იმუშავებენ, საჭმლის ფული არ ექნებათ. მთავრობის რეგულაციებს აპროტესტებენ უმუშევრად დარჩენილი ბათუმელებიც.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close