ექსკლუზივი

“ეკონომიკური კოლაფსი” რა ხდება საქართველოში?-..მანქანას ვყიდი რომ ბინის კრედიტი გადავფარო და ქუჩაში არ დავრჩე

“ეკონომიკური კოლაფსი” რა ხდება საქართველოში?-..მანქანას ვყიდი რომ ბინის კრედიტი გადავფარო და ქუჩაში არ დავრჩე

კოვიდპანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა და შემოსავლის გარეშე დატოვა შოუბიზნესის წარმომადგენლები. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს. მისი თქმით, ამჟამად მისი შემოსავალი ბანკის ხარჯზე ნაკლებია. ბინა რომ არ დაკარგოს, უკვე მეორე თვეა, ავტომობილის გაყიდვას ცდილობს.https://www.facebook.com/v9.0/plugins/quote.php?app_id=632119583488788&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df33cf9dba5d8c9%26domain%3Dwww.newposts.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fwww.newposts.ge%252Ffd2e41d4d07b6c%26relation%3Dparent.parent&container_width=705&href=https%3A%2F%2Fwww.newposts.ge%2Findex.php%3Fnewsid%3D247164%26fbclid%3DIwAR1Z5eIFacXPFG7dMltVN6riGg8MLaXvbCAbfnk11XwRYT2xa_ovJRElMms%23.X8Sgn79knX8.facebook&locale=en_US&sdk=joey

„არ ვარ წუწუნა ადამიანი. მაქსიმალურად ვცდილობ, ქვეტექსტების გარეშე ვაკეთო ყველაფერი. არ მინდა ზედმეტი რაღაცების თქმა. თან, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს პოლიტიკურ ფილტრში ატარებენ. გულწრფელად ვამბობ, ჩემ გარშემო ფართო სანაცნობოში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია, არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც, ყველას პრობლემა გაუჩნდა. შემცირდა მუშაობა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ყველას გაუჭირდა. დღეს შეიქმნა ასეთი რეალობა, არავის საწინააღმდეგოდ არ ვამბობ, უბრალოდ, აღვნიშნავ იმას, რომ თუ არ ვარ დაკავშირებული კოვიდინფექციასთან ბრძოლასთან, მიჭირს თავის გატანა.

ჩემი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს. მაქვს სასამართლო დავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და არავინ იცის, როგორ დასრულდება. ახლა ჩემი შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც დღეს ბანკში ვიხდი. ჩემი ხელფასი ბიგ-ბენდიდან ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკის გასავალი. გარდა ამისა, ცხოვრებაში ხომ გვაქვს ადამიანებს, ბანკის გარდა, სხვა ხარჯებიც? მყავს ავტომობილი, რომელიც მეორე თვეა, დევს გაასაყიდად. ვიფიქრე და მოვიფიქრე ეს გამოსავალი, რომ სესხი გადამეფარა, მაგრამ არ იყიდება მანქანა. ეს გადაწყვეტილება მშვიდად და პრაქტიკულად მივიღე. სავალალო მდგომარეობაში მე ჯერ არ ვარ, მყავს ავტომობილი, იქნებ, გაიყიდოს და შევძლო სესხის გადაფარვა“, – ამბობს მომღერალი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close