ექსკლუზივი

საზარელი შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო – რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი გადმოვარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევის მიზეზი უცნობია და მამაკაცი ამჟამად რეანიმაციაშია მოთავსებული.

„დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

interpressnews.ge

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close