ექსკლუზივი

„ხალხო, კოვიდ დადებითი ვარ და 10 დღის მერე მოდი ტესტზეო. იქამდე თუ გადავრჩი, მერე რაღად მინდა? კატასტროფაა!“

ჟურნალისტი ეკა გაგუა შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც სამედიცინო სფეროში არსებულ ერთულეს მდგომარეობას ადასტურებს:

“რას ნიშნავს ამათი კორონავირუსთან ბრძოლის სისტემა შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ. მე კოვიდ დადებითი ვარ. დედაჩემს, რომელიც რისკ ჯგუფია და ჩემს შვილს აქვთ მსუბუქად გამოხატული სიმპტომები.

112-მა (რომელსაც ძლივს დავუკავშირდი) დაარეგისტრირა ტესტის გასაკეთებლად კლინიკა “მედისონ ჰოლდინგში”. ვრეკავ როდის მოვიდეთ, რომ ტესტი გავიკეთ-თქო (ჯერ კოვიდიანი რომ იქ მიდის, სადაც უამრავი ადამიანია, ეს ცალკე თემაა) და იცით რას მპასუხობენ? კი, ჩაგწერთ 20-შიო.

ხალხო, 10 ნოემბერია დღეს და 20-ში ჩაგწერთოოო. ამას რა ჰქვია? 20-მდე თუ გადავრჩით, მერე რაღად მინდა მაგათი ტესტი? კატასტროფა ხდება. გაუფრთხილდით თავს იმიტომ, რომ დაავადების შემთხვევაში სახელმწიფო არანაირად არ გაგიფრთხილდებათ.”

დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button