14 წლის ბიჭი ქუჩაში მოზარდი ნაცემი და უგონო მდგომარეობაში იპოვეს!
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა ეზოში 14 წლის ბიჭი ნაცემი და უგონო მდგომარე იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, მოზარდს ფიზიკურად თანატოლები გაუსწორდნენ და ეზოში მიატოვეს.
არასრულწლოვანი თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თავდაპირველად კლინიკა “რუსთავში” შეიყვანა, საიდანაც პაციენტი კატასტროფის ეკიპაჟმა ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
14 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან მხილებულია რამდენიმე არასრულწლოვანი.
ინფო რუსთავი