პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » 10 სერიული მკვლელი ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ
    საინტერესო

    10 სერიული მკვლელი ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე23 თებერვალი, 2023Updated:23 თებერვალი, 2023კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    10 სერიული მკვლელი ქალი, რომელზეც არაფერი გსმენიათ

    ისტორიაში შემონახულ ცნობილ კრიმინალურ ქმედებებს შორის სერიული მკვლელების მიერ ჩადენილი დანაშაულებები ცივსისხლიანობითა და წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩევა. სერიულ მკვლელს უწოდებენ ისეთ პიროვნებას, რომელმაც სამი ან მეტი ადამიანი სხვადასხვა დროის შუალედში მოკლა.

    მათი მკვლელობების მოტივები ძირითადად დევიაციური ფსიქოლოგიური წარმოდგენებითაა განპირობებული, რომლებსაც ხშირად თან ერთვის სექსუალური ხასიათის ელემენტები. სერიულ მკვლელებს ასევე ახასიათებთ მსხვერპლების კონკრეტული ნიშნით გამორჩევა, იქნება ეს სქესი, ასაკი თუ რასა.

    მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დამნაშავეების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია ხოლმე, უმეტესად მხოლოდ კაცი სერიული მკვლელების შესახებ გვსმენია. არადა, ისტორიას არაერთი ქალი დამნაშავე ახსოვს, რომელთაც ყველას თავიანთი უსაზღვრო ძალადობითა და დაუნდობლობით დაამახსოვრეს თავი.

    ამ სტატიაში სწორედ ათი ასეთი ცნობილი სერიული მკვლელის შესახებ გიამბობთ.

    1. ეილინ უორნოსი

    ფოტო: Prison Photography

    1989-90 წლებში ეილინ უორნოსმა 7 ადამიანი იარაღით მოკლა. ის სექს-მუშაკი იყო და როგორც შემდეგ ამბობდა, ყველა მკვლელობისას გაუპატიურებისაგან იცავდა თავს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც 2002 წელს აღსრულდა.

    ეილინ უორნოსის შესახებ ცნობილი ფილმი Monster გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს.

    2. ხუანა ბარაზა

    ფოტო: Marco Ugarte/AP

    ქალაქ მეხიკოში 1990 წლიდან 2003 წლამდე ხუანა ბარაზამ თექვსმეტი მოხუცი ქალი მოკლა, თუმცა ადგილობრივ მედიაში ხშირად წერდნენ, რომ რეალურად მისი მსხვერპლების რაოდენობა გაცილებით მეტი, ორმოცდაათამდე იყო.

    ხუანა მარტო მცხოვრები მოხუცი ქალების სახლებში დასახმარებლად მიდიოდა, თუმცა შემდეგ მათ ახრჩობდა და ძარცვავდა. სასამართლომ მას 759 წლით პატიმრობა მიუსაჯა და ის დღემდე იხდის ამ სასჯელს.

    3. კრისტენ გილბერტი

    ფოტო: YouTube

    კრისტენ გილბერტი ომის ვეტერანების სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, რა დროსაც ოთხი პაციენტი მათ სხეულებში წამლის გადაჭარბებული დოზის შეყვანით მოკლა. მას კიდევ სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად და 33 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

    4. ნენი დოსი

    ი

    ფოტო: Public Domain

    ნენი დოსს ხშირად შავ ქვრივადაც მოიხსენიებენ, რადგან მან ოთხი ქმრის მკვლელობა აღიარა – ოთხივე მათგანი დარიშხანით მოწამლა. მას კიდევ შვიდი ადამიანის მკვლელობა დაუმტკიცდა, მათ შორის ორი შვილის, ორი დის, დედისა და შვილიშვილის. ნენი დოსი 1965 წელს ციხეში გარდაიცვალა.

    5. მიუკი იშიკავა

    ფოტო: Life

    1948 წელს ტოკიოში დააპატიმრეს მიუკი იშიკავა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ სერიულ მკვლელად ითვლება. ის ბებიაქალად მუშაობდა, თუმცა ჩვილი ბავშვები, რომელთა გაჩენაშიც იღებდა მონაწილეობას, უმეტესად კვდებოდნენ. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს ბუნებრივი მიზეზით არ ხდებოდა და იშიკავას ჯამში 103 ახალშობილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

    6. დოროთეა პუანტე

    ფოტო: Public Domain

    1988 წელს კალიფორნიის შტატში დოროთეა პუანტეს სახლის ეზოში პოლიციამ დამარხული გვამის ნაწილები იპოვა. მის ეზოში ოთხი ქალისა და სამი კაცის გვამი აღმოაჩინეს, საბოლოოდ კი ცხრა ადამიანის მკვლელობისთვის წარუდგინეს ბრალი და სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო. ამასთანავე დოროთეა პუანტე კიდევ ექვსი ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა ამ შემთხევევებში მას დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.

    7. მაირა ჰინდლეი

    ფოტო: Biography.com

    1963-1965 წლებში მაირა ჰინდლეიმ თავის ქმართან ერთად ხუთი არასრულწლოვანი მოკლა. პოლიციამ მხოლოდ სამი მათგანის გვამი იპოვა. როგორც აღმოჩნდა, ისინი მსხვერპლებზე სიკვდილამდე სექსუალურადაც ძალადობდნენ. ორივე მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

    8. დაგმარ ოვერბაი

    ფოტო: Public Domain

    დანიის სასამართლო ისტორიაში დაგმარ ოვერბაის საქმე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო. 1920-იან წლების კოპენჰაგენში ოვერბაი ქალებს, რომლებსაც ბავშვების გაშვილება სურდათ, ჰპირდებოდა, რომ ბავშვები სანდო ოჯახში მიჰყავდა, თუმცა სინამდვილეში ის მათ კლავდა. მას დაახლოებით 25 არასრულწლოვანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, რის გამოც სიკვდილით დასჯა შეუფარდეს.

    9. ლეონარდა ჩიანჩული

    ფოტო: Public Domain

    1930-იან წლების ბოლოს ლეონარდა ჩიანჩულის უფროსი და ყველაზე საყვარელი ვაჟი ომში გაიწვიეს, ლეონარდა კი მისი უსაფრთხოების გამო ძალიან ღელავდა. ამიტომაც, მან იფიქრა, რომ თუ მსხვერპლშეწირვას მიმართავდა, მისი ვაჟი კარგად იქნებოდა. ამის გამო მან სამი ქალი მოკლა, გვამების გადამალვის მიზნით კი მათგან საპონი დაამზადა.

    10. როზმერი უესტი

    ფოტო: HO/AP

    როზმერი უესტმა თავის ქმართან, ფრედთან ერთად ათი თინეიჯერი გოგო მოკლა, მათ შორის ერთ-ერთი მათი შვილი იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილი მსხვერპლს მკვლელობამდე აწამებდა და სექსუალურადაც ძალადობდა. ბრიტანეთის ისტორიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ და როზმერი დღემდე იხდის ამ სასჯელს. 

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Article“ერთ გაცინებაში 300 ლარი გამომიგზავნეს” – რა ღირს ქართველი პოპვარსკვლავის ღიმილი
    Next Article “12 წლის გოგონას და 37 წლის კაცის ქორწილზე უამრავი ხალხი მივიდა,მიზეზი გაგაოცებთ..”
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      30 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      30 მარტი, 2023

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე?

      By ალექსანდრე მაისურაძე30 მარტი, 2023

      “ერი დგას ჭიათურასთან” – რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე? BB Travel–ის დირექტორი, ალექსანდრე გიორგიძე, სოციალურ ქსელში…

      უახლოვდება თუ არა საქართველოს გრიგალი _ რას წერს მეტეოროლოგი

      30 მარტი, 2023

      “ეს რა ვნახე… პასუხს გაგებინებენ ამისთვის..” – ნახეთ თიკა ჯამბურია შემზარავ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს

      30 მარტი, 2023

      სასწაული მოხდა, ქართველი ემიგრანტი გონზე მოვიდა“ ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, გონზე მოვიდა

      30 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      ტრაგედია ოთო ნემსაძის ოჯახში – მომღერალს ოჯახის წევრი დაეღუპა

      31 მარტი, 2023

      ჩართულები არიან შსს და პროკურატურა… ეს ზუსტად ის კატეგორიაა ცოლს და შვილებსაც რომ იგივეს უზამს-თიკა ჯამბურია

      31 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.