პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home»ახალი ამბები»„წუხელ არ მეძინა მთელი ღამე… თურმე რამდენს ნდომებია ჩემი სიკვდილი!“ – გიორგი კეკელიძე თავისი გადაწყვეტილების გამო რთულ მდგომარეობაშია და დაპირისპირებაში კიდევ უფრო ღრმად შედის
    ახალი ამბები

    „წუხელ არ მეძინა მთელი ღამე… თურმე რამდენს ნდომებია ჩემი სიკვდილი!“ – გიორგი კეკელიძე თავისი გადაწყვეტილების გამო რთულ მდგომარეობაშია და დაპირისპირებაში კიდევ უფრო ღრმად შედის

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე16 მარტი, 2023Updated:16 მარტი, 2023კომენტარები ჯერ არ არის4 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    a1678950937
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის – გიორგი კეკელიძის ინიციატივას, რომ „წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგოს“ 16 წლის სალომე კენჭიაშვილს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სტიპენდია დაუნიშნოს, სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან არაერთი მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნულს თავად კეკელიძე კიდე ერთხელ ეხმაურება და იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება:

    „როცა შორიდან ვაკვირდებოდი, მიკვირდა, იმ დიდი ეროვნული ერთიანობის ფონზე, სულ ორ წელიწადში, როგორ მოხერხდა, რომ იარაღი ავიღეთ და ერთმანეთს დავუმიზნეთ. დღეს აღარ მიკვირს. იოლად მისახვედრია. უმუხრუჭო საზოგადოება გამოვდექით – სამწუხაროდ ყველაფერზე წამსვლელი მეორე განსხვავებული ადამიანის გაუქმების მიზნით. ლიბერალიც და არალიბერალიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს ვაამოთ, ოღონდ ,,ადგილი” შევინარჩუნოთ – რეალური ან ვირტუალური. ეს დღეები ქეთი დუმბაძესაც ვწერდი და სხვებსაც, მიუხედავად იმისა, რა აზრზე იდგნენ და მკვეთრად განსხვავებული იყო თუ არა ეს კონკრეტული აზრი ჩემისგან, მგონია, რომ ადამიანი განსაცდელში არ უნდა მიატოვო, მით უფრო თუ წარსული გაკავშირებს და მაშინაც, არაფერი რომ არ გაკავშირებდეს. ასე ვცხოვრობდი სულ და რაც დამრჩენია, ასე ვიცხოვრებ, რასაც უნდა მკარნახობდეს კონიუქტურა – ვიწრო თუ ზოგადი. 

    წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ეს ადამიანები, რომელთაგანაც უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია, გამართულ ქართულს ვერ აბამენ, პირიდან მხოლოდ ღვარძლი ამოსდით და ახალი თაობის ჩაყლაპვის კრონოსული გამხეცებული ვნებით არიან მოცული, კადრულობდნენ ყველაფერს, სადღაც დავალებული და გაზეპირებული ფრაზებით. ამ ადამიანებს მხარს უბამდნენ სასარგებლო იდიოტებიც. და დავინახე, თურმე რამდენს სდომებია ჩემი სიკვდილი, როგორ უხაროდათ ალბათ, მაშინ ჩემი თითქმის ორწლიანი წამება, საჯარო სივრციდან გაქრობა და საიქიოს კარზე მიკაკუნება. 

    და რატომ? იმიტომ რომ ერთ შესანიშნავ, მხიარულ და ბეჯით გოგოს სტიპენდია დავუნიშნე და ეს გოგო მათ აზრს უპირისპირდებოდა? არა, ცხადია. დავუნიშნე, იმიტომ რომ დავინახე, როგორ ვარჯიშობს და შრომობს საკუთარი მომავლისთვის, როგორ გამოხატავს პოზიციას,  როცა საჭიროა და იქნება ისეთი მოქალაქე, როგორიც მარო მაყაშვილი იქნებოდა, იმ მტრის ტყვიას რომ არ მოეკლა, რომელსაც ზოგიერთი ასე ცხადად თუ ფარულად ეტრფით. მარო მაყაშვილი საფლავში ბრუნავსო – საფლავში იმ მტერმა ხომ არ ჩააწვინა, რომელსაც ყველაზე მეტად სძაგს ჩვენი ევროპული მომავალი? სინამდვილეში, ხომ ყველამ უცხადესად იცით, რომ არც ეს გოგოა არაფერ შუაში და არც სტიპენდია. ცალკე აღებული – მარო მაყაშვილის სტიპენდია რომ დამეწესებინა – ტაშს დაუკრავდნენ. ვინმე, ,,ნეიტრალურისთვის” რომ მიმეცა – ასევე ტაშს. მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა, რომ კერძო, პატარა ფონდი, ჩემივე ჰონორარებიდან დაზოგილი ფულით მცირე ფინანსურ წახალისებას უწესებს ახალგაზრდებს. ახლა არის. და ვიცით რატომაც. ზოგიერთ

    ი შეიძლება ხვდება კიდეც რასაც წერს, ზოგიერთი – ვერ. 

    მთელი ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურე. ამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მეგობრის სახლში ჩასადგმელ გაშლილ ლოგინში მეძინა, შეცდომა მომსვლია უამრავი, მაგრამ მათგან უმეტესი უნებლიე და არა ავი განზრახვით, ვმუშაობდი დღე-ღამეში 20 საათი, მაშინაც კი, როცა მხოლოდ სიკვდილი მინდოდა, ვგრძნობდი პასუხიმგებლობას და საკუთარ თავს მივათრევდი სამსახურში,  თუმცა არასდროს ამიღია სახელმწიფოსგან არც პრემია, არც ჯილდო, არც წახალისება ჩემი შრომის გამო – ამას ხაზგასმით ვაკეთებდი და თუ დამცალდა, ასეც გავაგრძელებ. ვერც ერთ გრანტს ვერ დაძებნით ჩემგან აღებულს – განა იმიტომ რომ ცუდია, უბრალოდ სხვა მიმართულებით წარიმართა ჩემი ცხოვრება. არასდროს მიქია არც ერთი ხელისუფალი, ვერც ერთ დითირამბს ვერ მოისმენთ ვერც ერთ დროში ჩემგან გასროლილს და ეს თანაბრად აღიზიანებდა ყველას – ,,როგორ ხდება, რომ ეს კეპკიანი ბიჭი, ამდენ რამეს მოედება და თან არ მლიქვნელობს, არავინ უდგას ზურგში და ,,ყველას უყვარს”. ეს ,,ყველას უყვარს”, ეს პოპულარობა არის ჩემი განაჩენი და მთავარი ბრალი. 

    უმძიმესი დეპრესია და შფოთვითი აშლილობები გადავიტანე, მათგან ერთს ახლაც ვებრძვი, მთელი ღამის უძილობის და შფოთვის ფონზე, წერა ამწამსაც მიჭირს (თავს არავის ვაცოდებ, ეს ჩემი არჩევანია – მკაფიო და ზუსტი)  და იოლად შემეძლო, თბილად ვმჯდარიყავი სახლში და ჩუმად მეკეთებინა ის არცთუ ცოტა საქმე, რომელთაც ახლა არ ჩამოვთვლი – მშვენივრად იცის მტერმაც და მოყვარემაც. არ დავჯექი, იმიტომ რომ დავინახე უამრავი  ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისთვის რაღაც უკეთებია, ერთ მხარეს იდგა, მოყვარე მოგვიწოდებდა და მტერი ხარობდა. ადვილი არ იყო ეს ჩემთვის – ბევრი რამ გადავლახე – საზოგადო თუ პიროვნული. მერე, როცა დავინახე რომ უფროსი თაობა ახალს აძაგებდა, ერთ-ერთს მათგან, დავუნიშნე სტიპენდია, როგორც მხარდაჭერის და თანაგანცდის ნიშანი, რომ მე მათთან ვარ იმ შეცდომებთან და ღირსებებთან ერთად, რასაც ატარებენ, რადგან ისინი არიან ამ ქვეყნის მომავალი და უნდა იცოდნენ – სწავლა, რწმენა, შრომა და თავისუფლება უნდა იყოს მათი ლოკომოტივი. და ამის კვალად დავინახე სახელწაშლილი ადამიანების ბრბო. დამშვიდდით მეგობრებო, მე პოლიტიკა, ამ სიტყვის პოპულარული და პარტიული გაგებით არ მაინტერესებს, ეს ადრეც მითქვამს, მშვიდ დროს და ახლაც გავიმეორებ – სულ სხვა საქმეებია ჩემი ვნება. 

    არც რომელიმე ძალის მომხრე ვარ და რომ მდომებოდა, ხელგაშლილი მეპატიჟებოდა ყველა. როცა საჭირო იქნება, მე ისევ ვიტყვი ხმამაღლა სათქმელს, როცა არ – გავაგრძელებ ჩემი საქმეების კეთებას. ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე. სიმშვიდე ვერ იბუდებს ჩემში, თუმცა ოდესმე ალბათ დადგება განრიდების დრო. მანამდე აქ ვარ, გძულვართ თუ გიყვარვართ,  საზოგადოების ერთი წევრი, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ უკეთესის მსურველი”, – დაწერა კეკელიძემ.

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Article„საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“ – რას ამბობს ირაკლი კობახიძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე
    Next Article „გვაქვს ინფორმაცია, რომ…“ – რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ნოდარ მელაძე
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      21 მარტი, 2023

      გიორგი ყიფშიძე კლინიკაშიგადაიყვანეს – ამ წუთებში მსახიობზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

      21 მარტი, 2023

      რამიშვილის სექს-სკანდალის შემდეგ ს”პოსტვი” საანგებო განცხადებას ავრცელებს-“იმედის” შემდეგ რამიშვილი “პოტივივის” ტოვრბს??

      21 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      21 მარტი, 2023

      გიორგი ყიფშიძე კლინიკაშიგადაიყვანეს – ამ წუთებში მსახიობზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

      21 მარტი, 2023

      რამიშვილის სექს-სკანდალის შემდეგ ს”პოსტვი” საანგებო განცხადებას ავრცელებს-“იმედის” შემდეგ რამიშვილი “პოტივივის” ტოვრბს??

      21 მარტი, 2023

      *ლეო. ჩ**ჯვი ბიჭო? რატო არ მპასუხობ? ბშეგეშინდა გადაკუზვის გიხმაროო?? ვრცელდება “ოცნების” დეპუტტატის შოკისმომვრელი მიმოწერა !!

      21 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

      რამიშვილის სექს-სკანდალის შემდეგ ს”პოსტვი” საანგებო განცხადებას ავრცელებს-“იმედის” შემდეგ რამიშვილი “პოტივივის” ტოვრბს??

      By ალექსანდრე მაისურაძე21 მარტი, 2023

      ტელეკომპანია პოსტვის საინფორმაციოს უფროსი კვლავ სექს სკანდალში ეხვევა, რამოდენიმე ჭლის წინ რამიშვილი სექ სკანდალში ტელკოპანია…

      *ლეო. ჩ**ჯვი ბიჭო? რატო არ მპასუხობ? ბშეგეშინდა გადაკუზვის გიხმაროო?? ვრცელდება “ოცნების” დეპუტტატის შოკისმომვრელი მიმოწერა !!

      21 მარტი, 2023

      რატომ შეხვდება ხვიჩა კვარაცხელია პატრიარქს?

      21 მარტი, 2023

      4 ავტობუსიდან ხალხი ჩოვიდა და-რა ხდება ამ წუთებში – დიდი დიღომში

      21 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      რა შეემთხვა ირაკლი კობახიძეს სოც ქსელში ვიდეო ვრცელდებაა !!!

      21 მარტი, 2023

      გიორგი ყიფშიძე კლინიკაშიგადაიყვანეს – ამ წუთებში მსახიობზე მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა

      21 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.