წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას აფინასებს ,
მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის პირველკლასელის კვებისთვის, ბიუჯეტში, ჯამში, 220 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც დღგ-ის ნამატიდან დაფინანსდება.
„ბაღიდან სკოლაში ადაპტაცია ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბაღში ისინი კვებას არიან მიჩვეულები და როდესაც ბავშვი სკოლაში სიარულს იწყებს, შეიძლება, ყველა მშობელს საშუალება არ ჰქონდეს, რომ კვებისთვის თანხა მისცეს. დიდი ხანია, გვინდოდა, მათი კვების დაგვეფინანსებინა, რადგან ვიცით, ბევრი ოჯახი ხელმომჭირნედ ცხოვრობს, მათი შვილები კი კვებით უზრუნველყოფას საჭიროებენ, მაგრამ მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, შესაბამისი სახსრები არ გვქონდა.
2022 წელს ბოლოს გარკვეული ნამატი გაგვიჩნდა. საქართველოს მასშტაბით, გარკვეული თანხები იქნა გადანაწილებული ყველა მუნიციპალიტეტისთვის, ეს არის დღგ-ს ნამატი და ამ ნამატიდან 220 ათასი ლარით, ვფიქრობთ, პირველკლასელების კვება დავაფინანსოთ.
ბიუჯეტის დინამიკა წლების მანძილზე ზრდადია და იმედი გვაქვს, ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდება და მომავალშიც გავაგრძელებთ უფასო კვების პროგრამას“, – განაცხადა ივანე ბურდულმა. განაცხადა ალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა
ქუთაისის “ოცნების” მერის ახალი ავტომობილი ხალხს 118 000 ლარზე მეტი დაუჯდა. მაშინ როდესაც მერია უახლესი მანქანის შესაძენად ტენდერს აცხადებდა, საკრებულომ მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური 50%-ით გაუზარდა, რაც ადგილობრივებს სოციალური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას. რატომ გახდა საჭირო მერისთვის ახალი, ძვირადღირებული მანქანის შეძენა ბიუჯეტის ფულით – ქუთაისის მერი განმარტავს, რომ ახალი ავტომობილი ხანგრძლივ და დამღლელ მგზავრობას უადვილებს.
კითხვაზე თუ მოხდება ქუთაისში სკოლებში პირველკლასელთა კვებას აფინასებსა, ხალხაეიშვილის განცხადებით ამისთვის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა ..