ცოტა ხნის წინ კორპუსში ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვეს
ბათუმში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს. შემთხვევა გორგილაძის 118 ნომერში მდებარე ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მოხდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.
ადგილზე სამართალდამცავების მისვლასაც ელოდებიან, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება.
წყარო: tv25