ცნობილია ვინ ყიდულობს “მთავარ არხს” !!საიდუმლო შეხვედრის სკანდალური დეტალები
თერთმეტწლიანი პაუზის მერე ,კობა ნაყოფია და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.ნაყოფიას განცხადებით,საუბარი ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებს და პარტიის სამომავლო სტრატეგიას შეეხებოდა.
ნაყოფია ამბობს,რომ კეზერაშვილს პოლიტიკა და ბიზნესი აღარ აინტერესებს,მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება უნდა.სხვა რამეს უყვება cnews-ს ინფორმირებული წყარო.
ჩვენი წყაროს ინფორმაცით, კეზერაშვილს “ენმ” – ს ჩრდილოვანი მმართველობის პარალელურად, მთავარი არხის საკონტროლო პაკეტის შეძენა უნდა, ნაყოფიასთან სწორედ ამ თემაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობის მერე მთავარი არხის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხელფასები თვეობით იგვიანებს. კეზერაშვილი მზადაა არხის საკონტროლო პაკეტი შეიძინოს და არხის დაფინანსება სრულად თავის თავზე აიღოს.
არხის წესდების მიხედვით,მას წილის შესაძენად ყველა დამფუძნებლის თანხმობა სჭირდება. გაყიდის თუ არა წილს მთავარი არხის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. გაგრძელება იხლიტ მოცემულ ბმულზე https://cnews.ge/index.php/home/news_description/49747?fbclid=IwAR36FNUwdhnLkaNh7iZ0S_bw_FRIO5-KRLL9-C911wI1OsuN-5dvarZM4y8