პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    • მთავარი
    • ახალი ამბები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • საინტერესო
    Facebook Twitter Instagram
    პირველი ნიუსიპირველი ნიუსი
    Home » „ჩემი მეუღლე ბავშვების თვალწინაც ამყარებდა ჩემთან სექსუალურ კავშირს“ – საზარელი ამბავი რომლემაც მთელი საქართველო გააოგნა !!
    საინტერესო

    „ჩემი მეუღლე ბავშვების თვალწინაც ამყარებდა ჩემთან სექსუალურ კავშირს“ – საზარელი ამბავი რომლემაც მთელი საქართველო გააოგნა !!

    ალექსანდრე მაისურაძეBy ალექსანდრე მაისურაძე28 თებერვალი, 2023Updated:28 თებერვალი, 2023კომენტარები ჯერ არ არის8 Mins Read
    Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Share
    Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

    „ჩემი მეუღლე ბავშვების თვალწინაც ამყარებდა ჩემთან სექსუალურ კავშირს“ – საზარელი ამბავი რომლემაც მთელი საქართველო გააოგნა !!

    „ჩემი მეუღლე ბავშვების თვალწინაც ამყარებდა ჩემთან სექსუალურ კავშირს“ – სამი მცირეწლოვნის ოჯახური კოშმარი

    27 წლის მარი კანკია ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ არ უნდა მისმა შვილებმა იგივე გზა გაიარონ, რაც მან ბავშვობის წლებში გამოსცადა. ისიც უდედოდ გაიზარდა. ოთხწლიანი უიღბლო ქორწინებიდან სამი შვილი დარჩა. ახლა, ისინი მამასთან არიან.

    On ნოე 5, 2019

    დედა ამბობს, რომ ბავშვები გასტაცეს

    მარი კანკია „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ის ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. სჯერა, რომ მისი უფროსი გოგონა და სხვა თვითმხილველები გვერდით დაუდგებიან. ახლა, შვილების დაბრუნებისთვის იბრძვის და პოლიციასა და სოციალურ სამსახურს უსამართლობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

    „2012 წელს გავთხოვდი. მომავალი მეუღლე ტელეფონით გავიცანი. პირველი შვილი, რომ გავაჩინე, ქმარმა მაშინ დაიწყო ჩემზე ძალადობა. ამისათვის მიზეზები არ სჭირდებოდა, ყველაფერზე შეეძლო შარი მოედო. მერე მეორე შვილი გაგვიჩნდა, მალე – მესამეც. ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და  სექსუალურად. ერთხელ დიდი ჯაჭვით მცემა ბავშვების თვალწინ. რამდენჯერმე თოფიც კი ისროლა ჰაერში დასაშინებლად. რამდენჯერმე დანაც მესროლა, ერთხელ თავში მომხვდა კიდეც. ერთ ზაფხულს მთაში წამიყვანა საქონლის მოსავლელად, ერთი თვე მარტო დამტოვა, იქაც ყოველ დღე ცემაში ვყავდი. მაიძულებდა მომევლო საქონლისთვის, გამეკეთებინა კაცის და ქალის საქმე. აკრძალული მქონდა სახლიდან გარეთ გასვლა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩემი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნით, მშობლებთან და დედმამიშვილთან დარეკვაც კი არ შემეძლო.  საერთოდ აღარ მქონდა ურთიერთობა ჩემებთან. მითვლიდა ლუკმებს. თუ ჩემი მული რაღაცას დაკარგავდა და ვერ პოულობდა, მე მაბრალებდნენ ქურდობას, მერე ისევ მცემდა და ასე გრძელდებოდა… როგორც მონას, ისე მექცეოდა. არსად მქონდა წასასვლელი. ისიც კი არ ვიცოდი, სად იყო პოლიცია, რომ მივსულიყავი და მეთქვა ეს ყველაფერი. შეყვარებულობის პერიოდში საერთოდ ვერაფერს ვამჩნევდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მოძალადე იქნებოდა.

    – როცა მეუღლე თქვენზე ძალადობდა, სად იყვნენ ოჯახის წევრები?

    – მამამთილი გარდაცვლილი მყავს. დედამთილს კი უხაროდა, როცა მისი შვილი მცემდა. მერე გაჰყავდა ოთახში და რაღაცეებს ეუბნებოდა ჩემზე. მერე ისევ გაღიზიანებული გამოდიოდა და მცემდა. ბავშვების თვალწინაც ამყარებდა სექსუალურ კავშირს. ჩემს უფროს გოგონას დღემდე ახსოვს ეს საშინელება, რა დღეშიც მაგდებდა. მეზობლებსაც კი უყვებოდა ბავშვი როგორ მცემდა.

    სანამ გავთხოვდებოდი, მისგან ვიცოდი, რომ მეუღლესთან დაშორებული იყო და მასთან  ერთი შვილი ჰყავდა. როცა სახლში მიმიყვანა, იქ ორი ბავშვი დამხვდა, მაშინ გავიგე, რომ პირველი მეუღლისგან ორი შვილი ჰყავდა და მასთან იზრდებოდნენ.

    2016 წელს წამოვედი ჩემი მეუღლის ოჯახიდან. ერთ-ერთი მორიგი ცემის შემდეგ, მეზობელმა დაინახა ეს ყველაფერი და გამოიძახა პატრული. გამიყვანეს ოჯახიდან და გორში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მიმიყვანეს, სადაც ექვსი თვე ვიყავი. ამ ხნის განმავლობაში მირეკავდა, მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა. მერე ხაშურში დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გადამიყვანეს. ერთი პერიოდი კახეთშიც ვიყავი.

    სენაკის რაიონში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. მამაჩემი და ჩემი და-ძმა ისევ იქ ცხოვრობენ, მათთან ურთიერთობდა რამდენიმე თვის წინ აღვადგინე, მანამდე როგორც გითხარით აკრძალული მქონდა მშობლებთან და და-ძმასთან ტელეფონზე საუბარიც კი.

    აგვისტოში ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, სანამ ბავშვებს სკოლა დაეწყებათ, ჩემთან წავიყვან და სკოლისთვის რაც სჭირდებათ ყველაფერს ვუყიდი, სექტემბერში მოგიყვანო. ამ საქმეში სოციალური მუშაკიც იყო ჩართული და საეჭვოდ არ მიმიჩნევია არაფერი. 16 აგვისტოს ჩემი ხელით გავატანე ბავშვები. სანამ წამოყვანის დრო დადგებოდა, მანამდე ოთხჯერ ვესაუბრე ბავშვებს. როცა ვრეკავდი და ბავშვებთან დალაპარაკებას ვთხოვდი, ათას რაღაცას იმიზეზებდა. ხან სამსახურში იყო, ხან ბავშვებს ეძინათ, ხან ტელეფონი ჰქონდა გაფუჭებული და ა.შ. 16 სექტემბერს დავურეკე ჩემს ყოფილ მეუღლეს და ვუთხარი, ხვალ ბავშვებს სკოლა და ბაღი ეწყებათ, დღეს რატომ არ მომიყვანე – მეთქი, ასე მიპასუხა: ჩემს შვილებს შენთან არ უნდათ, დაემშვიდობეო. სასწრაფოდ დამალაპარაკე ბავშვები-მეთქი კატეგორიულად მოვთხოვე, გამასაუბრა უფროსი გოგონა და როგორც კი მითხრა, დედა შენთან მინდაო, ტელეფონი გამოსტაცა და მომაძახა, აღარ დარეკო ჩემს ნომერზეო. მერე ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ვითომ მე ვარ მოძალადე დედა, ვითომ ბავშვებზე ვძალადობ.

    დღეს ჩემი შვილები, მოძალადე მამასთან ძალიან ცუდ დღეში არიან, ამას ვგრძნობ. არც სოციალური მუშაკი მეხმარება და არც პოლიცია. მარი არ ინერვიულო ბავშვები კარგად არიან, ეს არის სოციალური მუშაკის პასუხი. როცა განჩინება დავიჭირე ხელში, ჩავედი ახალციხეში და მთელი ღამე პოლიციაში გავათენე. იქ მითხრეს,  ბავშვების სახლიდან გამოყვანის უფლება ჩვენ არ გვაქვს, სანამ სოციალური მუშაკი არ ჩაერთვება საქმეშიო. ახალციხეში რომ ჩავედი საღამო იყო, მეორე დღეს ადგილობრივი სოციალური მუშაკი შვებულებაში გავიდა. რატომ შეეშინდა?

    ადვოკატი მყავს აყვანილი. ფოთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვები დედასთან უნდა იყვნენ. სოციალური მუშაკი კი მეუბნება, რომ ჩემი ყოფილი მეუღლისა და შვილების თქმით, მე ვარ მოძალადე და ბავშვები მამასთან უნდა იყვნენ.  ყოველ დღე მიზეზს ეძებს, რომ მე და ჩემი შვილები ერთმანეთს დაგვაშოროს. ბევრი მოწმე მყავს, რომელიც ყოველთვის დამიდგებიან გვერდში და ჩემს უდანაშაულობას დაამტკიცებს, მე რომ მოძალადე დედა ვიყო, ჩემი ფეხით წავიდოდი ციხეში. უდედოდ გავიზარდე და ვიცი რას ნიშნავს მშობლის გარეშე ყოფნა. ჩემს შვილებს მე ვჭირდები.

    შვილების დაბრუნებასთან ერთად ვითხოვ, სოციალური მუშაკის, ახალციხის პოლიციის და ფსიქოლოგის სამსახურებიდან გაშვებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ადამიანი ჩემს ყოფილ მეუღლეს ეხმარება. ის არც ალიმენტს იხდიდა და არც ბავშვებზე ზრუნავდა“ – ამბობს მარი კანკია.

    მამა ამბობს, რომ დედა ბავშვებზე ძალადობდა

    „პრაიმტაიმი“  მარის ყოფილ ქმარს დაუკავშირდა, რომელიც ყოფილი ცოლის ბრალდებებს უარყოფს და მას ამორალურ ცხოვრების წესსა და ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს.

    „ბავშვები ყვებიან, რომ მათზე ხშირად ძალადობდა დედა. იმასაც ამბობენ, რომ მარი მათ ოთახში კეტავდა, მეორე ოთახში კი ვიღაც ბიჭები ჰყავდაო. მათ თვითონ არ უნდათ დედასთან წასვლა. 6, 5 და 4 წლის ბავშვები ამას რომ გეტყვიან, რა ჭკუაზე იქნები კაცი?! ყველაფერი ტყუილია რასაც ეგ ქალი ამბობს.

    გააკეთა დამცავი ორდერი, იმის გამო რომ ბავშვებს არ დავკავშირებოდი და არ ეთქვათ, რომ სცემდა და რა პირობებში ჰყავდა. ცოლ-ქმარს შორის კამათი ნამდვილად იყო, მაგრამ სექსუალური კავშირი ბავშვების თვალწინ?! – ტყუილია. ეგ რომ ნორმალური ადამიანი იყოს,  მშობლები და დედმამიშვილები მიიღებდნენ. სამი წელია თავშესაფრებში დარბოდა, მერე ბავშვების მინდობით აღზრდაში უნდოდა გაშვება. წნორის სოციალური მუშაკი დამიკავშირდა და მითხრა, ასეთი სიტუაციააო, მე უარი განვუცხადე. ამის მერე თვითონ განაცხადა უარი. გორის თავშესაფარში იყო და გარეთ დარბოდა, ვიღაცისგან დაორსულდა და მერე საავადმყოფოში აბორტი გაიკეთა. მე ამის ფაქტები მაქვს, საავადმყოფოდან ამოვიღე დოკუმენტები.

    რაც შეეხება დაშორების მიზეზს, ტყეში ვიყავი შეშის მოსატანად, დამირეკა დედაჩემმა და მითხრა, ჩემი ცოლი სახლში არ არისო. ვაღიარებ, რომ მანამდე შევაგინე და სწორედ ამის გამო წავიდა. იყო შერიგების მცდელობაც, მაგრამ უარს ამბობდა. ბიჭებთან სირბილი დაიწყო… მე უარეს სამხილებს დავუდებ. ვაპირებ ბავშვების უფლებების დაცვას. რად მინდა ჩემი შვილები იქ იზრდებოდნენ, სადაც სათანადო პირობები არ იქნება?! მოდიან სოციალური მუშაკები და ამოწმებენ სად და რა პირობებში ცხოვრობენ. “ – ამბობს ბავშვების მამა ალექსი გოგოლაური.

    სოცმუშაკი პოლიციას მიმართავს

    ამის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. სოციალური მუშაკის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და დგინდება დედის მხრიდან 6, 5 და 4 წლის ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტები. შედეგები მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

    „მეუღლეები სამი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ქმარზე ორდერი იყო გამოწერილი, რადგან მეუღლეზე ძალადობის ნიშნები იკვეთებოდა. სწორედ ამის გამო დედა შვილებთან ერთად თავშესაფარში იმყოფებოდა. სამი წლის წინ, პოლიციას მე დავეხმარე, რომ ბავშვები ოჯახიდან უსაფრთხოდ გამომეყვანა.

    როგორც ვიცი, რამდენიმე თავშესაფარი მოიარეს. იმ დროის განმავლობაში, რაც დედა შვილებთან ერთად თავშესაფრებში ცხოვრობდა, მათთან  თავშესაფრის სოციალური მუშაკები მუშაობდნენ. რაც შეეხება მამას და ბებიას, ისინი ბავშვების ბედით დაინტერესებულები იყვნენ. როგორც ბავშვების დედისგან ვიცი, მამას ორჯერ ჰყავდა წამოყვანილი შვილები სახლში. რაც შეეხება წლევანდელ ფაქტს, მამა მიკავშირდებოდა და მეუბნებოდა, რომ მას კიდევ სურდა შვილების წამოყვანა სახლში დროებით. რამდენჯერმე ჩავედი მათ წამოსაყვანად, მაგრამ ყოფილმა მეუღლემ ძალადობა დამაბრალა და როგორ მოვიქცეო. მე ვუთხარი, რომ  სოციალური მუშაკთან ერთად მისულიყო. შემდეგ უკვე ესემესი მომწერა ბავშვების დედამ. მწერდა, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ ახალციხეში მამასთან, რომელიც ტელეფონითაც კი აღარ მალაპარაკებს, დამეხმარე რომ, შვილები დავიბრუნოო. სანამ ბავშვებთან ვიზიტს განვახორციელებდი, დავუკავშირდი მამას ტელეფონით, თვითონ ბავშვებს არ უნდა დედასთან დაბრუნებაო – ასეთი პასუხი გამცა. მეორე დღეს ფსიქოლოგთან ერთად მივედი ბავშვებთან. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბავშვებს ცალკე ვესაუბრეთ. გაოგნებული დავრჩი, ბავშვების ინფორმაციით, ამბობდნენ, რომ დედა მათზე ძალადობდა და მამასთან უნდოდათ დარჩენა. არასრულწლოვნების თქმით, დედა მათ ხშირად  სცემდა, ასისხლიანებდა, კეტავდა ოთახში. კანონი მავალდებულებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმის კურსში ჩავაყენო პოლიცია, რადგან შესაძლო ძალადობის ფაქტი ფიქსირდებოდა ბავშვებზე დედის მხრიდან. ახალციხის პოლიციამ სენაკში გადაამისამართა, რადგან როგორც ვიცით, ბავშვების დედა სენაკში ცხოვრობს. სენაკიდან სასამართლოს დროებითი განკარგულება მოგვივიდა, სადაც ეწერა, რომ ბავშვები დროებით განთავსებულიყვნენ ისევ დედასთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ჯერ ისევ  ძიებაშია და ბავშვებსაც არ უნდოდათ დედასთან წასვლა, ვერ გავატანდით ბავშვებს, სანამ არ დადგინდება სიმართლე, ახორციელებდა თუ არა დედა შვილებზე ფიზიკურ ძალადობას.

    ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მამასაც უკვე შეტანილი აქვს სასამართლოში სარჩელი, ამ დროებითი განკარგულების გაუქმების შესახებ. გიდასტურებთ, რომ დედა ნამდვილად იყო ჩამოსული ახალციხეში, მე იმ დროს შვებულებაში ვიმყოფებოდი. ჩვენი სააგენტოს მიერ დედას გადაეგზავნა წერილი, სადაც წერია, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამოძიება, ისე განვითარდება მოვლენები.

    ამ ეტაპზე ბავშვები არიან მამასთან და ბებიასთან. ბავშვებზე ზრუნვას ახორციელებს ბებია, რადგან მამა და მისი ახალი მეუღლე დასაქმებულები არიან და დღის პირველ ნახევარში სახლში არ იმყოფებიან. ჩვენს მიერ განხორციელებული ვიზიტებიდან ჩანს, რომ ბავშვები არიან მოვლილები, კარგად გრძნობენ თავს და ამბობენ, რომ ყველა კარგად ექცევა. არავინ არ სცემთ, აქვთ საკვები.

    ასევე მინდა აღვნიშნო, როდესაც დედა შვილებთან ერთად სიღნაღის თავშესაფარში იმყოფებოდა, იქიდან გამოგზავნილი წერილიც გვაქვს, სადაც ეწერა, რომ ბავშვების სახელმწიფო მზუნველობაში განთავსება უნდოდა. დედა თანახმა იყო მინდობით აღზრდაში გადასულიყვნენ ბავშვები, რადგან ის მათზე ზრუნვას ვერ ახერხებდა.

    ბავშვებთან ფსიქოლოგი ახლაც მუშაობს. ჩვენი მთავარი ინტერესია ბავშვების ინტერესები იყოს დაცული“. – აცხადებს ელენე არბოლიშვილი.

    დაუბრუნებენ თუ არა დედას შვილებს ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

    ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

    primetime.ge

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Previous Article“ეს ამბავი ივანიშვილის და მისი ოჯახისთვის არის დიდი კატასტროფა”- რა წერილი მიიღო ოლიგარქმა
    Next Article ამდენი წუთის წინ ხათუნა სამნიძემ პირდაპირ ეთერში ივანიშვილზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა !!
    ალექსანდრე მაისურაძე

      Related Posts

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023

      Leave A Reply Cancel Reply

      სტატისტიკა
      ჩვენ გირჩევთ

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      24 მარტი, 2023

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      სოც. ქსელები
      • მოიწონეთ ჩვენი გვერდი28K
      • Twitter
      • Instagram
      • Pinterest
      • YouTube
      არ გამოტოვოთ

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა

      By ალექსანდრე მაისურაძე24 მარტი, 2023

       მილიონი ხობის წყალში – კვარამ ძმაკაცი მდინარეზე გადაიყვანა სოციალურ ქსელში ქართველი ფეხცბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სახალისო…

      სამწუხარო ინფორმაცია-ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023

      ნახეთ როგორი ბეჭდით დანიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი საცოლე

      24 მარტი, 2023

      ბავშვი, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა გარდაიცვალა

      24 მარტი, 2023
      რეკლამა
      ჩვენს შესახებ
      ჩვენს შესახებ

      პირველინიუსი არის ქართული მედია სააგენტო. აქ შეგიძლიათ პირველმა შეიტყოთ ქვეყნის ყველა სიახლის შესახებ.

      დაგვიმეგობრდით სოც. ქსელებში:

      Facebook Twitter Pinterest LinkedIn VKontakte
      პოპულარული პოსტები

      “სამარცხვინო ხარ ღარიბაშვილო, ბოდიში მოუხადე შენს შვილს და მთელს საქართველოს “!!

      24 მარტი, 2023

      „არ მოგცემთ უფლებას დაწვათ ქალაქი და ომში ჩაგვრთოთ“ – ლალი მოროშკინა “საგანგებო რეჟიმზე გადადის”

      24 მარტი, 2023
      დაგვიმეგობრდით
      pirvelinews.com
      ყველა უფლება დაცულია © 2022. დამზადებულია PIXER STUDIO-ს მიერ.
      • მთავარი
      • ახალი ამბები
      • პოლიტიკა
      • საზოგადოება
      • საინტერესო

      Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.