“ჩემი ახმახი, თავაზიანი პატრული უეცრად გველეშაპად გადაიქცა… ჩმორები და ბანძები ხართ” – ვრცელდება სკანდალური ვიდეო
Rusudone, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
მოკლედ, მოგიყვებით ამბავს და თქვენ განსაჯეთ.
ვმუშაობ ისეთ ლოკაციაზე, სადაც მთელი პარკინგები დაკავებული აქვს სუსის მანქანებს. ზოგჯერ ასე ვაჩერებ ოფისის წინ და ველოდები როდის გათავისუფლდება სადმე ადგილი, რომ დავაყენო. (როგორც ვიდეოში ჩანს, ჩემსავით აყენებს ყველა. ამ დროს ეყენა 3-ს)
თუ ღმერთი გაგიწყრა და მოუხაზავზე დააყენე, ეგრევე მერია მოდის და გაჯარიმებს 50 ლარით.
წეღან მირეკავს პატრული, მანქანა გადააყენეო. მეთქი კაი, გავედი და ვაყენებ. შენო მანდ დამელოდე ჯარიმას მოგიტანო. მივედი და ზუსტად ის ავუხსენი, რაც მაღლა წერია. თან საყვარლად ვთხოვ, იქნებ გაფრთხილება მომცეს.
ეს ბატონი პოლიციელი მიმეორებდა, რომ გაფრთხილების მოცემა კი შეუძლია, მაგრამ
ახლა ასე უნდა და მაჯარიმებს. (სიტყვა-სიტყვით ვწერ – ასე მინდაო)
სანამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი, უსაყვარლესად იქცეოდა, წინ მედგა ამაყად, მომენტებში მეპრანჭებოდა და რომ შეძლებოდა, ალბათ კუნთებსაც აათამაშებდა.
მერე ჯარიმა ჩამახუტა ნაგლად, არა გაფრთხილებაც კი შემეძლოო, მაგრამ
იცოდე, რომ ეს პარკინგი სუსისააო (არა და, წინ ერთი პარკინგი ჩვენი ოფისისაა წესით და ესეც ავუხსენი, მაგრამ ვის ადარდებს).
ბოლოს ეს ამბავი ასე დასრულდა. ვუთხარი სხვებმაც გადააყენონ, ზუსტად ჩემნაირად დგანანთქო, დაგელოდები სანამ
დაურეკავთქო. ეგ სუსის მანქანებია და საქმეზეო. მეთქი არ მომწონს შერჩევითი სამართლის მსხვერპლობა და მოდი მაშინ ვიდეოს გადავიღებ და ვანახოთ ყველას, რაზე მედავებითქო.
ამაზე ჩემი ახმახი, თავაზიანი, სახეზე ღიმილიანი და მომენტებში რომ
მეპრანჭებოდა ეგეთი პატრული უეცრად გველეშაპად გადაიქცა, “საქმე გამოუჩნდა” (არა და მანამდე 15 წუთი რაში დახარჯა კი მოგიყევით მაღლა), უცებ ჩახტა მანქანაში გაგიჟებული და გაიქცა 9 მთას იქით.
განსჯა თქვენთვის მომინდია, პრო*ობას და სწორხაზოვან ტვინებს რა ეშველება, თორემ მე ამ ჯარიმას კი გადავიხდი
საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia ჩმორები და ბანძები ხართ