შეჯახების შემდეგ უკვალოდ გამქრალი ახალგაზრდები – სასოწარკვეთილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ
ლარისაში შემთხვევის ადგილას სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ოჯახები და მეგობრები სასოწარკვეთილები ცდილობენ თავიანთი ადამიანების პოვნას გუშინდელი ღამის შემდეგ, როდესაც საბედისწერო შეჯახება მოხდა.
ვრცელდება დაკარგული ახალგაზრდების ფოტოები და მათი ოჯახები ითხოვენ, თუკი ვინმემ რამე იცის, შეატყობინონ, რადგან გაურკვევლობა სულ უფრო და უფრო მძიმე ემოციურ მდგომარეობაშიი აგდებთ.
ანასტასიო, იფიგენია, აღაპი და ა.შ. – ესენი ის სტუდენტები არიან, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს, ზოგიერთი მათგანის მშობლები იმედს არ კარგავენ, ზოგიერთი კი ამბობს, რომ სასწაულები არ ხდება.
ამასთანავე ირკვევა, რომ საბერძნეთში სარკინიგზო სისტემის 30% ციფრული სისტემის გარეშე მუშაობს, რაც დიდ რისკებს წარმოადგენს თანამედროვე სამყაროში.
ამ დროისთვის მიმდინარეობს დნმ-ის ანალიზების აღება, ცხედრების ინდეტიფიცრებისთვის.